Thumbnail
  • 📅 18 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ატლეტიკო V იუვენტუსი | 📺 SILK SPORT HD2
  • ჟესტების ომი გასულ სეზონში ატლეტიკოსა და იუვენტუსს შორის

D ჯგუფის პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ატლეტიკო "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ტურინის იუვენტუსს მასპინძლობს და უნებლიედ, ყველას ახსენდება ამ გუნდების დაპირისპირება 1/8 ფინალში...

მაშინ ატლეტიკომ ორი ურუგვაელის - დიეგო გოდინი და ხოსე ხიმენესი - იუვე შინ 2:0 დაამარცხა, ხოლო სიმეონემ საკმაოდ უხამსი ჟესტი აჩვენა პუბლიკას, მაგრამ არ შერჩა - საპასუხო მატჩში კრიშტიანო რონალდომ ატლეტიკოს კარში ჰეთ თრიკი შეასრულა, იუვენტუსმა კი 3:0 მოიგო და ბრძოლა გააგრძელა. რონალდომ ესეც არ იკმარა და სიმეონეს საპასუხო ჟესტი გაუგზავნა...

კრიშტიანომ ატლეტიკოს 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში 3 გოლი გაუტანა

გაცილებით მშვიდობიანი იყო ამ ორი გუნდის პირველი დაპირისპირება. 2014/15 წლების სეზონში, ისინი, როგორც ახლა, ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. არდას გოლით ატლეტიკომ შინ 1:0 მოიგო, ტურინში კი ფრე ვიხილეთ - 0:0. ორივე გუნდმა ბრძოლა პლეი ოფში გააგრძელა.

დიეგო სიმეონეს ახლა ახალი ვარსკვლავის, პორტუგალიელი ჟოაო ფელიქსის იმედი აქვს, რომელიც შეტევაში დიეგო კოშტას შეუწყვილდება. ატლეტიკოს მხოლოდ გარსესი დააკლდება, საეჭვოა თომასისა და ექსიუვენტუსელი ალვარო მორატას თამაშიც. იუვეს რიგებში დე შილიო და დუგლას კოშტა არ იქნება. სავარაუდოდ, არც პიანიჩი...

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი - კოკე, საულ ნიგესი, ლორენტე, ლემარი - ჟოაო ფელიქსი, დიეგო კოშტა

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო - ხედირა, ბენტანკური, მატუიდი - ბერნარდესკი, იგუაინი, რონალდო

საინტერესო ფაქტები

⚽ კრიშტიანო რონალდომ ევროთასებზე 8-ჯერ ითამაშა ატლეტიკოს წინააღმდეგ და 7 გოლი გაიტანა. 

⚽ ატლეტიკო მეათედ თამაშობს ჯგუფურ ეტაპზე. წინა 9 შემთხვევიდან 7-ში ესპანური კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

⚽ იუვენტუსი მეოცედ თამაშობს ლიგის ამ ეტაპზე. წინა 19 შემთხვევიდან 16-ჯერ გავიდა ჯგუფური ეტაპიდან. 

⚽ ატლეტიკომ ბოლო 6 მატჩი მოიგო შინ იტალიურ კლუბებთან, 14 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა. 

⚽ ბოლო 10 სეზონში ატლეტიკომ 5-ჯერ ითამაშა ფინალებში: 2-ჯერ ლიგაზე, 3-ჯერ - ევროპალიგაზე. 

⚽ იუვენტუსი ამ ტურნირის ფინალებში 9-ჯერ გავიდა, მოიგო 1985 და 1996 წლებში, ხოლო სარეკორდო 7-ჯერ დამარცხდა. აქედან, ზედიზედ 5-ჯერ ბოლოს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები