Thumbnail

ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის სეზონი ნეაპოლში მარცხით დაიწყო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნაპოლი 2:0 ლივერპული
  • 1:0 - მერტენსი (82/პენ), 2:0 - ლორენტე (92)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იურგენ კლოპის ლივერპულმა ნეაპოლში მარცხით დაიწყო, მერსისაიდელები ნაპოლისთან გასვლაზე - 2:0 დამარცხდნენ.

შედარებით ინერტული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში ნაპოლი გააქტიურდა და ტაიმის დასაწყისში ადრიანმა წითლები გაშვებული გოლისაგან იხსნა.

⚽ ადრიანის სუპერსეივი!

ლივერპულს დღევანდელ მატჩში, ისევე როგორც შარშან მოედანზე დიად არაფერი გამოვუვიდა, შედარებით სახიფათო მომენტი მოჰამედ სალაჰს ჰქონდა.

⚽ სალაჰის ეპიზოდი

პირველი გოლის შეხვედრის 82 წუთზე გავიდა, როდესაც კალეხონის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი მერტენსმა ზუსტად გამოიყენა

⚽ 82' - მერტენსი (პენ)

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ნაპოლის ახალწვეულმა - ფერნანდო ლორენტემ დააფიქსირა, რომელმაც ვირჯილ ვან დაიკის მიერ დაშვებული შეცდომა გოლად აქცია.

⚽ 92' - ლორენტე

ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ მატჩს 2 ოქტომბერს, ენფილდზე ზალცბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს, ავსტრიელებმა დღეს გენკი - 6:2 დაამარცხეს და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები