Thumbnail
  • ინტერი 1:1 სლავია
  • ლიონი 1:1 ზენიტი

მილანსა და ლიონში სტარტი აიღო ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების ჯგუფურმა ეტაპმა. "სან სიროზე" მილანის ინტერმა ლიგაზე საკმაოხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ პრაღის სლავიას უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. 

ანტონიო კონტეს გუნდმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და მარცხს მხოლოდ სასწაულებრივ გადაურჩა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს. შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში დორტმუნდის ბორუსია და ბარსელონა ირიცხებიან. 

0:1 ოლაინკა 63'

ჰანდანოვიჩმა სტუმართა დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ იქვე ჩასაფრებულმა პეტერ ოლაინკამ ანგარიში გახსნა. VAR-თან კონსულტაციის შემდეგ, მსაჯმა გოლი ჩათვალა.

1:1 ბარელა '92

სტეფანო სენსის საჯარიმო ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე კი შეცვლაზე შესულმა 22 წლის ნიკოლო ბარელამ გაიტანა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

ინტერი 1:1 სლავია

გოლები: 0:1 ოლაინკა (63), 1:1 ბარელა (90+2)

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი - კანდრევა (49. ლაზარო), სენსი, ბროზოვიჩი (71. ბარელა), გალიარდინი, ასამოა - ლაუტარო მარტინესი (72. პოლიტანო), ლუკაკუ

სლავია (4-2-3-1): კოლარი - კუფალი, კუდელა, ჰოვორკა, ბორილი - სუჩეკი, ჰუსბაუერი - მასოპუსტი (79. იუსუპი), ი. ტრაორე (60. ზელენი), სტანჩიუ - ოლაინკა (85. პროვოდი)

ჯგუფური ეტაპის პირველი გოლი სარდარ აზმუნმა გაიტანა

ლიონი 1:1 ზენიტი

გოლები: 0:1 აზმუნი (41), 1:1 დეპაი (50-პენ)

კომენტარები

ბოლო ამბები