Thumbnail

ზუსტად 19 წლის წინ, მესი ბარსელონაში პირველად ჩავიდა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ბარსელონასთვის 17 სექტემბერი ისტორიული დღეა
  • მესიმ პირველი კონტრაქტი ხელსახოცზე გააფორმა

მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა სპორტულ გამოცემებში თუ გადაცემებში ხშირად ისმის შეკითხვა, ვინ არის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. გამოჩენილი მოთამაშეები, მწვრთნელები თუ ექსპერტები ხშირად ასახელებენ ლიონელ მესის. არგენტინელი ‘ჯადოქრის’ სათამაშო სტილი გულშემატკივრებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

32 წლის ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში უდაოდ საუკეთესო ტრანსფერია. მისი ისტორია კი კატალონიურ კლუბში ზუსტად 19 წლის წინ დაიწყო. ლეო მშობლიურ ქალაქ როსარიოდან ბარსელონაში პირველად 2000 წლის 17 სექტემბერს ჩავიდა. მაშინ 13 წლის მესისთან ერთად იმყოფებოდა მამა და ლეოს აგენტი ფაბიან სოლდინი.

ლიონელმა თავის პირველ კონტრაქტს კატალონიურ კლუბთან 3 თვის შემდეგ 2000 წლის 14 დეკემბერს, ხელსახოცზე მოაწერა ხელი. ბარსელონას პირველი გუნდის დირექტორ კარლეს რექსაჩს სურდა, არგენტინელი უმოკლეს დროში დაემატებინა, მას თან ფურცელი არ აღმოაჩნდა და სწორედ ამიტომ მოუწია პატარა ლიონელს კონტრაქტის ხელსახოცზე გაფორმება.

ისტორიული დღიდან 19 წელი გავიდა. მესიმ კი ამ დროის განმავლობაში შეძლო და მოიგო 10 ლა ლიგა, 6 კოპა დელ რეი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 5 ოქროს ბურთი და სხვა მრავალი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტული.

კომენტარები

ბოლო ამბები