Thumbnail
  • მესამე მედალი საქართველოს ჭიდაობის ნაკრების აქტივში
  • იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაოსთან ერთად, ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
  • ოქროს მედლები ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ აიღეს

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. გრძელდება ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის. საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი 130 კილოგრამში მოასპარეზე იაკობ ქაჯაიამ მოუტანა. ამასთან, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია აიღო.

ქართველმა ფალავანმა დამამშვიდებელ წრეში 2:1 მოუგო ჩილელ აკოსტა ფერნანდესს და ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მიიღო. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქაჯაია გერმანელ ედუარდ პოპს დაუირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სრულ უპირატესობას ფლობდა და 5:0 მოიგო. 

იაკობ ქაჯაია მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანია!!!

იაკობ ქაჯაიამ გერმანელ ედუარდ პოპი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო!

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 17 სექტემბერი, 2019

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში სამი მედალია. ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე ჩემპიონები გახდნენ, რასაც იაკობ ქაჯაიას ბრინჯაო დაემატა.

კომენტარები

ბოლო ამბები