Thumbnail

რომელი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს ანდრეი შევჩენკოს შვილი? ოთხი ვარიანტი

  • წარსულში ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელის ვაჟი ჩელსის აკადემიაში ვარჯიშობს
  • მილანისა და ჩელსის ექს-ფორვარდმა არ იცის, როგორი იქნება კრისტიანის არჩევანი
  • კრისტიან შევჩენკოს ოთხი ქვეყნის სახელით შეუძლია გამოსვლა

კიევის დინამოს, მილანისა და ლონდონის ჩელსის ყოფილი თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებს, ახლახან საზოგადოებას ამცნო, რომ მისი მეორე ვაჟი, კრისტიანი ჩელსის აკადემიაში ვარჯიშობს.

საინტერესოა, რომ 2004 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის ბიჭუნას პოტენციურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სულ ცოტა, ოთხი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს: უკრაინის, ინგლისის, პოლონეთისა და აშშ-ის. ბოლო ორ ქვეყანასთან დაკავშირებული ანდრეის მეუღლე, პოლონური წარმომავლობის ამერიკელი მოედალი კრისტენ პაზიკია. 

ანდრეი შევჩენკო არცერთ ვარიანტს გამორიცხავს, თუმცა, უპირატესობასაც არცერთს ანიჭებს.

"ჩემი მეორე შვილი ჩელსის აკადემიაში ვარჯიშობს. ძალიან კარგი სკოლაა, რომელსაც ათეულობით მაღალი დონის ფეხბურთელი აღუზრდია. რომელი ქვეყნის ნაკრებში თამაშს ვურჩევ შვილს, თუკი ამ დონემდე მიაღწევს? ჰმ… ძალიანაც ვისურვებდი, რომ არჩევანი ასე დამიდგეს. აი, როცა საქმე აქამდე მივა, მაშინ ვილაპარაკებთ", - აქვეყნებს შევჩენკოს ნათქვამს vesti.ua.

42 წლის ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის. ფეხბურთელობის დროს ის კიევის დინამოსა და მილანში კახი კალაძესთან ერთად გამოდიოდა. ფორვარდმა ასევე ითამაშა ლონდონის ჩელსიში.

კომენტარები

ბოლო ამბები