Thumbnail

'კარგი არაფერი მახსენდება' - ტოჩინოშინი V ტაკაკეიშო, შურისძიების დროა?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის პირველი კომენტარი ჩიოტაირიუს დამარცხების შემდეგ
  • ქართველი იმ სუმოისტს ხვდება, რომელმაც მარტში ოძეკის ტიტული დააკარგვინა

აკი ბაშოს ორი მესამედი გავლილია - შემოდგომის ბაშოს დასრულებამდე 5 დღე რჩება ქართველ ოძეკი ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) ნულოვანი ბალანსი აქვს - 5-5. ყველაფერი თავიდან იწყება!

მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან ლევანმა 40-წამიანი მომქანცველი ორთაბრძოლა გადაიტანა: "ეს იყო ხანგრძლივი ჯახი და მოხარული ვარ, რომ ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოვედი", - განაცხადა ტოჩინოშინმა nikkansports.com-თან ინტერვიუში. 

მარტის ბაშოს ბოლო დღე. ტოჩინოშინის საბედისწერო ბროლა ტაკაკეიშოსთან

განვლილ ბრძოლაზე მეტი აქცენტი ხვალინდელ დაპირისპირებაზე გაკეთდა - აკი ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ხომ სეკივაკე ტაკაკეიშოა. მარტის ბაშოს მე-15 დღეს სწორედ ტაკაკეიშომ შეძლო ტოჩინოშინის დამარცხება (ვისაც 7-7 ბალანსი ჰქონდა), რითაც მას ოძეკის ტიტული წაართვა და თავად მიიღო. 

მას მერე, ოძეკის ტიტული ქართველმა კი დაიბრუნა, მაგრამ იაპონელმა დაკარგა და ახლა ლევანს შურისძიების დრო აქვს - ტაკაკეიშოს 10 მოგება ესაჭიროება ტიტულის დაბრუნებისთვის ახლა კი 8 აქვს. 

"ტაკაკეიშოსთან ბრძოლებში კარგად გასახსენებელი ცოტა რამ მაქვს, მით უფრო მარტის ბაშოდან. იმედი მაქვს, ჩემ სუმოს ვიჭიდავებ და გავიმარჯვებ".

ტოჩინოშინი ტაკაკეიშოს 8-ჯერ შეხვდა და მხოლოდ 2-ჯერ გაიმარჯვა (ერთხელ ტრავმირებული იაპონელი არ გამოუცხადდა). მოკლედ, ქართველს ძალზე უხერხული მეტოქე ჰყავს. ეს ორთაბრძოლა აკი ბაშოს მე-11 დღის ბოლოსწინა ჯახია. 

ტოჩინოშინი კადობან ოძეკია, რაც იმას ნიშნავს, რომ მან აუცილებლად 8 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს ბაშოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოძეკის ტიტულს დაკარგავს.  

კომენტარები

ბოლო ამბები