Thumbnail

ითამაშე, მოიგე და გაიხარე ძმა - ანდრეა პირლო ევროპაბეთის ახალ სარეკლამო რგოლში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მოგებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვა იოლი არ არის. ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა გათამაშებების წამყვანების გულწრფელ მილოცვებს პასუხად უხეში და უემოციო “გაიხარე ძმა” მოსდევს. ევროპაბეთის და ანდრეა პირლოს ახალი კამპანია სწორედ ამ, ერთი შეხედვით უცნაური მოვლენის შესახებ გვიყვება.

‘ცისფერი მთები’ თუ ნანახი გაქვთ, კუმისელი რეიკის შესახებაც გსმენიათ და ანდრეა პირლოც იცით ვინ არის, მაშინ გირჩევთ, არ გადადოთ და კლიპს ახლავე უყუროთ.

📺 გახდი ბეთმენი - სარეკლამო რგოლი

კამპანიაზე სარეკლამო კომპანიამ WINDFOR'S იმუშავა, გადაღებებს Metro Production აწარმოებდა. ირინა საყვარელიძე ევროპაბეთისგან მიღებულ დავალებასა და პროექტის დეტალებზე საუბრობს.

ირინა საყვარელიძე (სინიორ კოპირაიტერი, WINDFOR’S)
“ერთი შეხედვით, უცნაური დავალება მივიღეთ ევროპაბეთისგან. აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში, გათამაშებაში მოგებული ადამიანები, არ ან ვერ გამოხატავენ მოგებით გამოწვეულ სიხარულს. როგორც წესი, წამყვანი ცდილობს, ერთი-ორი ემოცია მაინც დასტყუოს გამარჯვებულს, სანაცვლოდ კი, უმეტეს შემთხვევაში გვესმის – “გაიხარე, ძმა…” ევროპაბეთს სურდა, მომხმარებლებისთვის ეთქვა, რომ როდესაც მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობ, შეგიძლია მოგებით მიღებული სიხარულიც მარტივად გამოხატო – “გაიხარო”. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საოცრად დიდი პრიზები თამაშდება.

გადავწყვიტეთ, გათამაშებაში სატელეფონო საუბრების ის მხარე გვეჩვენებინა, რომელიც არასდროს გვინახავს – “ვერგახარების” საპატიო მიზეზები. იდეების გენერირებისას იმდენად გავცდით რეალობის საზღვრებს, რომ მიხვდით – ამბის სათქმელად, სწორედ ფანტასმგარეული, კომიკური და ხანდახან, მისტიკური ამბები უნდა მოგვეყოლა.

საბოლოო ჯამში, როგორც ვიდეორგოლის, ასევე კამპანიის მთავარი მესიჯი მარტივია – ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის – ამ დროს, მოგებაც ბევრად უფრო სასიამოვნოა და მოგებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვაც შესაძლებელი.”

📸 ფოტოები გადასაღები მოედნიდან

📸 ფოტოები გადასაღები მოედნიდან

📸 ფოტოები გადასაღები მოედნიდან

📸 ფოტოები გადასაღები მოედნიდან

📸 ფოტოები გადასაღები მოედნიდან

ევროპაბეთი თავის მომხმარებლებს კვლავ მოუწოდებს, მხოლოდ სიამოვნებისთვის ითამაშონ და ყოველი თვის ბოლო შაბათს საოცარი პრიზების მოგების საშუალებას აძლევს. შენ შეგიძლია გახდე იუვენტუსის აქციების (!) მფლობელი, მოიგო დიდი ფულადი პრიზები 700 000₾-დან, მოიგო ექვსი Fiat 500-დან ერთ-ერთი და ყველაზე ექსკლუზიური პრიზი: Mercedes-Benz G-Class. დეტალები ნახეთ აქ.

გაიხარე ძმა!

კომენტარები

ბოლო ამბები