- 29 წლის თავდამსხმელს მთელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული
- მჭედლიძე სიცილიურ პალერმოსა და ტოსკანურ ემპოლიში თამაშობდა
ლევან მჭედლიძე, შესაძლოა, საქართველოში დაბრუნდეს და კარიერა ეროვნულ ლიგაში გააგრძელოს!
POPSPORT-ის ინფორმაციით, დიდია შანსი, მჭედლიძე თბილისის დინამომ დაიმატოს. როგორც სანდო წყაროზე დაყრდნობით შევიტყვეთ, თბილისური კლუბის ხელმძღვანელები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას 29 წლის ქართველ თავდამსხმელთან.
შეგახსენებთ, რომ ემპოლიდან წამოსვლის შემდეგ, ლევანი თავისუფალი აგენტია.
შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძეს პრაქტიკულად მთელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული. 2008-2010 წლებში სიცილიურ პალერმოში ასპარეზობდა, შემდეგ კი 9 წელი ემპოლიში გაატარა. ტოსკანური გუნდის რიგებში 150 მატჩი აქვს გამართული. ქართველმა ფორვარდმა შესაძლებლობები სრულად ხშირი ტრავმების გამო ვერ გამოავლინა.
კომენტარები