Thumbnail
  • გიორგი ასანიძის შეგირდები ტურნირში 19 სექტემბერს ჩაებმებიან
  • მსოფლიოს პირველობაზე ძალებს 10 ქართველი ძალოსანი სცდის

ხვალიდან ტაილანდის ქალაქ პატაიაში სტარტს აიღებს ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც მედლების გარდა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი ასანიძის ვაჟი კახიც იასპარეზებს
📷 | საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ტაილანდში გუშინ ჩავიდა, ასპარეზობაში კი 19 სექტემბრიდან ჩაერთვება.

ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლაციას სილქ უნივერსალი გეგმავს, ქართველი ძალოსნების განრიგი კი ასე გამოიყურება.

️61 კგ. გოდერძი ბერდელიძე - 19 სექტემბერი, 11:25 საათი
️61 კგ. შოთა მიშველიძე - 19 სექტემბერი, 17:25 საათი
️67 კგ. გოგა ჩხეიძე - 20 სექტემბერი, 09:00 საათი
️73 კგ. კახი ასანიძე - 21 სექტემბერი, 11:25 საათი
️73 კგ. არჩილ მალაყმაძე - 21 სექტემბერი, 11:25 საათი
️89 კგ. რევაზ დავითაძე - 23 სექტემბერი, 17:25 საათი
️96 კგ. ანტონ პლესნოი - 24 სექტემბერი, 14:55 საათი
️102 კგ. ირაკლი ჩხეიძე - 25 სექტემბერი, 17:25 საათი
️+109 კგ. გიორგი ჩხეიძე - 27 სექტემბერი, 08:00 საათი
️+109 კგ. ლაშა ტალახაძე - 27 სექტემბერი, 12:55 საათი

კომენტარები

ბოლო ამბები