Thumbnail

საოცარი კადრები იაპონიიდან - 15 ათასი ქომაგი უელსის ვარჯიშზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უელსის ნაკრები მსოფლიო თასზე პირველ მატჩს საქართველოსთან გამართავს
  • ბორჯღალოსნების მეტოქის ვარჯიშზე 15-ათასზე მეტი ქომაგი მივიდა

20 სექტემბერს სარაგბო მსოფლიო თასი იწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობას 23 სექტემბერს იწყებს, მანამდე კი ''ბორჯღალოსნებმა'' ტოკუშიმაში ბოლო ვარჯიში გამართეს და ნაგოიაში გაემგზავრნენ, სადაც მათ ოფიციალურად დახვდებიან.

''ბორჯღალოსანთა'' პირველი მეტოქე უელსის ნაკრები იქნება, რომელიც მზადების ბოლო ეტაპს კიტაკიუშუში გადის. უელსელებმა ტოკუშიმაში ბოლო ვარჯიში გამართეს, რომელსაც 15-ათასზე მეტი ქომაგი დაესწრო. კადრები სოციალურ ქსელში უელსის რაგბის კავშირის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

Kitakyushu Welcome

More than 15,000 people watched Wales’ Rugby World Cup squad train in Kitakyushu today. Golygfeydd syfrdanol wnaeth cyfarch y tîm yn ne Japan. Read the story behind this unique reception 🔴 http://bit.ly/KitakyushuWelcome

Posted by The Welsh Rugby Union on ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2019

''ბორჯღალოსნებისა'' და უელსის ნაკრების შეხვედრა, 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები