Thumbnail

გაგამარუს დაქვეითება ემუქრება - ქართველი სუმოისტი ცუდ ფორმაშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკი ბაშოზე მე-10 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • გაგამარუმ ასაგიოკუსეისთან წააგო და დაქვეითება ემუქრება

აკი ბაშოს მეათე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მეათე ბრძოლა ჩაატარა და მეშვიდედ დამარცხდა.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-10 ნომერია, მე-14 ნომერ ასაგიოკუსეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ჯუღელის ბალანსი აკი ბაშოზე 3:7-ზეა!

ჯუღელმა დარჩენილი 5 ბრძოლიდან ყველა უნდა მოიგოს, რათა ელიტურ სუმოისტთა შორის ადგილი და შესაბამისად, სეკიტორის წოდება შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები