Thumbnail

შესაძლოა, იურგენ კლოპმა ინგლისი დატოვოს - ძალიან უცნაური მიზეზი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 52 წლის გერმანელი ლივერპულთან კონტრაქტის გახანაგრძლივებას არ ჩქარობს
  • სპეციალისტის აგენტის თქმით, იურგენი ნისლიან ალბიონზე ბედნიერი არ არის 

ლივერპულმა დამაჯერებლად დაიწყო თავისი მეხუთე სეზონი იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით. გერმანელი სპეციალისტის გუნდმა პრემიერლიგის სასტარტო ხუთ ტურში ხუთი მოგება იზეიმა და უკვე 5 ქულით უსწრებს მთავარ კონკურენტს - მანჩესტერ სიტის.

გერმანელმა ბოლო წლებში კლუბი ევროპის ელიტას დაუბრუნა და გულშემატკივართა შორისაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, იურგენი არ ჩქარობს კონტრაქტის გახანგრძლივებას. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი სპეციალისტის აგენტმა ახლახან ინგლისური კლიმატი დაასახელა.

კლოპი პირველი არაა, ვისაც ინგლისურ ამინდთან შეგუება უჭირს

რა თქვა აგენტმა

იურგენ კლოპს მერსისაიდელებთან ხელშეკრულება 2022 წელს ეწურება, ლივერპულის ხელმძღვანელობა უკვე აქედან ცდილობს მასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას. კლოპის ორჭოფობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი სწორედ ინგლისური ამინდი სახელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს 52 წლის სპეციალისტის აგენტმა - მარკ კოსიცკემ აცნობა.

"კლოპის შეთანხმება კლუბთან 2022 წლამდეა და ლივერპულს მისი გახანგრძლივება სურს. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, როგორ შეიცვლება კლიმატი დიდ ბრიტანეთში - გახდება თუ არა აქ ამინდი უკეთესი. ამ ფაქტორის შეუფასებლობა არ გამოვა. ამის ატანა იოლი არაა, რადგან იურგენი და მისი ცოლი იღვიძებენ დილით, როდესაც ფანჯრებში ჯერ ისევ სიბნელეა, ხოლო უკვე როდესაც ისინი საღამოს ხვდებიან, უკვე დაბნელებულია. ზოგჯერ, წვიმს კიდეც". - თქვა კოსიცკემ.

ლივერპულის ფანებისთვის კლოპის წასვლა ტრაგედია იქნება

ვარიანტები

სეზონებს შორის პაუზის დროს გერმანელი სპეციალისტის სახელს ერთ კლუბს უკავშირებდნენ. იტალიური იუვენტუსი, რომელიც თანამდებობდან წასული მასიმილიანო ალეგრის შემცვლელს ეძებდა, კლოპის ვარიანტსაც განიხილავდა. შესაძლოა, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა მართლაც თათბირობდა ლივერპულის თავკაცთან, მაგრამ საბოლოოდ იუვემ არჩევანი მაინც მაურიციო სარიზე შეაჩერა. ამ დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე კი კლოპმა განაცხადა, რომ იუვენტუსში არ გადავიდოდა.

გერმანელი სპეციალისტის მიწვევით ესპანური გრანდები დაინტერესდნენ

მაგრამ ამ დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანელის დასათანხმებლად ბრძოლას თითქოს ესპანური გრანდები - რეალი და ბარსელონა აპირებენ. დაიწერა, რომ კლუბების ხელმძღვანელები ამჟამინდელი თავკაცების მუშაობით კმაყოფილნი არ არიან. პლუსი შესაძლოა კლოპის გავლენა გახდეს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეზე, ვირჯილ ვან დაიკზე. სპეციალისტს შეეძლება ჰოლანდიელ ფეხბურთელს კლუბის შეცვლა გადააწყვეტინოს.

თავად იურგენ კლოპი გავრცელებულ ხმებზე კომენტარს არ აკეთებს. ლივერპულის ფანებს კი ისღა დარჩენიათ, ნისლიან ალბიონზე ამინდი გამოკეთდება, რაც გერმანელს შესაძლებლობას მისცემს, გუნდში კიდევ დიდხანს დარჩეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები