Thumbnail

40 წამი დოჰიოზე - ტოჩინოშინმა ჩიოტარიუს უმძიმესი ბრძოლა მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ჩიოტაირიუს იორიკირით სძლია
  • ტოკიოში აკი ბაშოს ორი მესამედი ჩატარდა

ტოკიოს სუმოს არენა "რიოგოკუ კოკუგიკანში" წლის მეხუთე და ბოლოსწინა სუპერტურნირის, აკი ბაშოს მე-10 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. შეჯიბრების ორი მესამედი გაილია. 

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკირით დაამარცხა.

ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე ტაკაკეიშო იქნება. ქართველ სუმოისტს სამი მოგება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს. ლევანის ბალანსი აკი ბაშოზე 5-5 მოგება და მარცხია.

ჯურიოს დივიზიონში მე-10 ნომრად მოასპარეზე გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-14 ნომერ ასაგიოკუსეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები