Thumbnail
  • ლაშა 15 საუკეთესოს შორის მოხვდა
  • ქართველ ბურჯს ლამაზი ლელო დაუფასდა

22 წლის ქართველი მორაგბე ლაშა ტაბიძე საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ტაბიძის და ლექსო ყაულაშვილის ბორდომ სტად ფრანსე 52:3 გაანადგურა, მასპინძელთა 7 ლელოდან 2 კი სწორედ ქართველი ლეგიონერების იყო.

ლაშა ჟირონდელთა სასტარტო ხუთეულში იყო და თავი 21-ე წუთზე გამოიჩინა. ახალგაზრდა ქართველი ბურჯი კონტრშეტევას ჩინებულად აჰყვა და მატჩის ყველაზე ლამაზი ლელოს ბოლო ფაზა სწორედ მას ეკუთვნოდა.

ტაბიძემ მოედანზე ერთი საათი გაატარა და შემდეგ ადგილი ყაულაშვილს დაუთმო, რომელმაც სულ რაღაც ხუთიოდ წუთში პარიზელები ასევე დაალელოვა.

ბორდოელთა აქტივში 18 ქულაა და ისინი საფრანგეთის ჩემპიონატს ლიონთან ერთად ლიდერობენ, მომდევნო შეხვედრას კი 28 სექტემბერს სტუმრად მონპელიესთან ჩაატარებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები