Thumbnail
  • კრისტიან ერიკსენს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2020 ზაფხულში უმთავრდება
  • დანიელის დამატებით მადრიდის რეალია დაინტერესებული

კრისტიან ერიკსენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ განაცხადა, რომ ტოტენჰემის დატოვება და ახალი გამოწვევები სურდა. 27 წლის ნახევარმცველით მალევე დაინტერესდა მადრიდის რეალი... 

ლონდონური კლუბი დანიელში 120 მილიონ ევროს ითხოვდა. სამეფო კლუბის ინტერესები ერიკსენის მიმართ დიდი იყო, თუმცა გუნდმა სხვა ტრასფერებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმო და პრიორიტეტად ედენ აზარის, ლუკა იოვიჩისა და პაულ პოგბას დამატება მიიჩნია. ესპანურ კლუბს პოგბას ტრანსფერი არ გამოუვიდა და ყურადრება ისევ ერიკსენისკენ მიმართა. 

დანიელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულს ეწურება. ტოტენჰემის არგენტინელ დამრიგებელ მაურისიო პოჩეტინოს კი მისი გაშვება არ სურს და კრისტიანს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ნახევარმცველმა ლონდონური კლუბის ყველა შეთავაზება დაბლოკა და განაცხადა, რომ მას კარიერის გაგრძელება ესპანეთში სურს. 

ასევე ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” უკვე დაუკავშირდა დანიელის აგენტს. მადრიდული კლუბი ცდილობს იანვარში წინასწარი კონტრაქტი დადოს კრისტიან ერიკსენთან, რათა ზაფხულში  უფასოდ დაიმატოს.

ერიკსენი ლონდონის ტოტენჰემს 2013 წელს აიაქსიდან შეუერთდა. მან ამ დროის განმავლობაში პრემიერლიგის 211 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 50 გატანილი გოლითა და 60 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები