Thumbnail
  • შეჯიბრში მონაწილეობას 7 გუნდი მიიღებს 
  • საკლუბო ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი ლივერპულია

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარე ფიფა-ს შტაბ-ბინაში მსოფლიოს 2019 წლის საკლუბო ჩემპიონატის წილისყრა შედგა. ტრადიციული შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას საფეხბურთო კონფედერაციების საუკეთესო კლუბები მიიღებენ, 11-21 დეკემბერს ყატარში ჩატარდება.

წილისყრის პროცედურის მთავარი ვარსკვლავი ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი მაიკლ ოუენი იყო, რომლის ყოფილი კლუბი ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის რანგში შეჯიბრის უმთავრესი ფავორიტი იქნება.

ტურნირი 11 დეკემბერს ადგილობრივი ალ სადის და ოკეანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელ ჰიენგენე სპორტის მატჩით გაიხსნება, მათ შორის უმჯობესი კი, 14-ში მექსიკურ მონტერეის გაეჯიბრება. აი, ამ წყვილში საუკეთესოს, 18 დეკემბერს, ნახევარფინალში ლივერპული ელის.

იმავე დღეს ტუნისური ესპერანსი აზიის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდება და ამ მატჩის გამარჯვებული მეორე ნახევარფინალში ძალებს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთან მოსინჯავს.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასკვნითი დღე 21 დეკემბერია, როდესაც ჯერ მე-3 ადგილის მფლობელი გაირკვევა, შემდეგ კი – გამარჯვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები