Thumbnail
  • 📅 17 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ დორტმუნდი V ბარსელონა | 📺 SILK SPORT HD2
  • ლეო მესი გამოჯანმრთელდა, გარისკავს ვალვერდე?

F ჯგუფის I ტურის მატჩში დორტმუნდი ბარსელონას მასპინძლობს. ამავე ჯგუფში მილანში ინტერი სლავიას მასპინძლობს. მოკლედ, საქმე "სიკვდილის ჯგუფთან" გვაქვს, სადაც სამ გუნდს პლეი ოფში გასვლა აქვს პროგრამა მინიმუმად დასახული, ადგილი კი მხოლოდ ორია...

"სიგნალ იდუნა პარკზე" დორტმუნდისა და ბარსელონას პირველი დაპირისპირებაა 1997 წლის უეფას სუპერთასის შემდეგ. მაშინ 2-მატჩიან დაპირისპირებაში ესპანურმა გრანდმა 3:1 გაიმარჯვა. 

ასე რომ, მათ შორის მხოლოდ ეს ორი დაპირისპირებაა, რომლებიც, სხვათა შორის, 1998 წლის დასაწყისში გაიმართა. ესპანურმა კლუბმა "კამპ ნოუზე" ლუის ენრიკესა და რივალდოს გოლებით 2:0 მოიგო. საპასუხო მატჩი კი ჯოვანიმ ბარსა დააწინაურა, ხოლო იორგ ჰაინრიხმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 

ესპანელები განსაკუთრებით პაკო ალკასერს უნდა უფრთხოდნენ, ექსბარსელონელს კატალონიური კლუბის მაისურით ლა ლიგაში 37 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. 

სამაგიეროდ, ბარსას ფეხბურთელებიდან ბუნდესლიგური გამოცდილება უსმან დემბელეს, მარკ ანდრე ტერ შტეგენს, არტურო ვიდალსა და ივან რაკიტიჩს აქვთ. 

მესი მზადაა, მაგრამ...

დორტმუნდმა დაადასტურა, რომ ნიკო შულცი ტრავმის გამო ამ შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო ლუკაშ პიშჩეკი ბოლომდე მზად არ არის. 

შუახაზში სასტარტოში ადგილისთვის თომას დელეინი და იულიან ვაიგლი იბრძვიან. ასევე სათუოა ვინ ითამაშებს მარცხენა ფლანგზე იულიან ბრანდტი, თუ ახალწვეული თორგან აზარი. 

მანუელ აკანჯი გამოჯანმრთელდა, თუმცა 19 წლის ესპანელი მეტიუ მორეი თანამემამულეების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ვერც ლუკა უნბეჰაუნი შეძლებს თამაშს.

მეტი ამ თემაზე:

გაცილებით სერიოზულია ბარსელონას დანაკარგი, რომელსაც კვლავ არ ეყოლება ლეო მესი. მართალია, მისი თამაში ბოლომდე გამორიცხული არ არის, მაგრამ არა გვგონია, ვალვერდემ არგენტინელის ჯანმრთელობით გარისკოს. ასევე ძალზე საეჭვოა დემბელეს თამაში. სამუელ უმტიტი და ნეტო კი გუნდს გერმანიაში საერთოდ არ გაყვნენ.  

თუ მესი არ ითამაშებს, სასტარტოში 16 წლის სენსაციას, ანსუ ფატის ვიხილავთ, რომელმაც ლა ლიგაში უკვე 2 გოლის გატანა მოასწრო. ფატი ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებისას ჯერ დაბადებული არ იყო, ისევე, როგორც დორტმუნდის თინეიჯერი ტალანტი - ჯეიდონ სანჩო.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-5-1): ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო - დელეინი, ვიტსელი, სანჩო, როისი, ბრანდტი - პაკო ალკასერი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი - ფატი, ლუის სუარესი, გრიზმანი 

საინტერესო ფაქტები

⚽ დორტმუნდმა ევროთასების ბოლო ორ საშინაო მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო.

⚽ ბარსელონას ჯგუფური ეტაპის მატჩი უკვე 14 თამაშია, რაც არ წაუგია. 

⚽ დორტმუნდმა ბოლო 9 სეზონიდან 8-ში ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე, ბარსამ კი - ზედიზედ 16 სეზონში. 

⚽ დორტმუნდმა ბოლო 6 სეზონიდან 5-ში შეძლო პლეი ოფში გასვლა. ბარსამ კი ბოლო 16 სეზონიდან პლეი ოფში 15-ჯერ გააღწია (ბოლოს ეს 2000/01 წლების სეზონში ვერ შეძლო). 

⚽ დორტმუნდი ესპანურ კლუბებთან შინ კარგად თამაშობს, მხოლოდ 3 მარცხი 15 დაპირისპირებიდან (8 მოგება, 4 ფრე). 

⚽ ბარსას მონაწილეობით ლიგის ბოლო 3 მატჩში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ გასულ სეზონში ბარსელონამ საგარეო მატჩებში ჯგუფურ ეტაპზე 7 ქულა მოაგროვა

⚽ ბარსელონამ ბოლო 11 გოლიდან 9 მეორე ტაიმში გაიტანა.   

კომენტარები

ბოლო ამბები