Thumbnail

ტოჩინოშინი: ჰენკა თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, ახლა მთავარი შედეგია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის პირველი კომენტარი ენდოს დამარცხების შემდეგ
  • ენდოსთან ქართველი ოძეკის ჰენკას არავინ ელოდა

ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) აკი ბაშოზე მე-4 გამარჯვება მისთვის უჩვეულო სტილში, ჰენკათი მოიპოვა - ის დაჯახებისთანავე მარჯვნივ გამოეცალა კომუსუბი შოტა ენდოს და მეტოქემ დოჰიოზე თავი ვეღარ შეიმაგრა...

nikkansports.com-თან ინტერვიუში ტოჩინოშინმა შემდეგი თქვა: "როგორი ბრძოლა იყო? თუ შეამჩნიეთ, ენდო დოჰიოზე დაეცა. ჰენკა თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, როგორც წესი, ამ დროს მარცხნივ გავდივარ, ახლა კი მარჯვნივ ავირჩიე. ფიზიკურად არ ვარ სათანადო კონდიციებში, ბაშოზე 9 დღე გავიდა, თუმცა მხოლოდ მე-3 დღეს ჰოკუტოფუჯის ვაჯობე შემტევ სუმოში. ეს სიტუაცია თავადაც არ მომწონს, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მთავარი როგორმე 8 მოგების მოპოვებაა". 

ჰენკა სუმოში:
შეცვლა იაპონურად

სასტარტო დაჯახებისთვის თავის არიდება გვერდზე გახტომით. მოულოდნელობის ეფექტით, მოწინააღმდეგე კარგავს წონასწორობას და მისი დამარცხება იოლია.

ჰენკა მაღალი რანგის რიკიშების შესრულებით სუმოს სამყაროში ცუდ ტონად ითვლება. 

ტოჩინოშინმა ენდო სახტად დატოვა

სუმოს ფორუმზე ტოჩინოშინის ჰენკამ ბევრი გააკვირვა, კიდევ უფრო მეტს უკვირს, რომ ქართველმა ჰენკა ენდოს გაუკეთა: "ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ენდოს ასეთ ჰენკას გაუკეთებდნენ", - წერს სუმოს ერთ-ერთი ფანი. 

საქმე ისაა, რომ ბოლო დროს ენდო ტოჩინოშინს ხშირად ამარცხებდა დაბალ დგომში ილეთით. ენდო კვლავ ასე გამარჯვებას აპირებდა. ქართველმა ეს კარგად იცოდა და თავად იაპონელის წინააღმდეგ გამოიყენა. 

მე-10 დღეს ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუს ხვდება (7:2 ურთიერთშეხვედრებში). იმისთვის, რომ მან ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს, ბაშოზე 8 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები