Thumbnail

3 ოქროს მედალი ნაქირავები ნავით! ალექსანდრე წივწივაძის წარმატება სლოვაკეთში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 15 წლის ნიჩბოსანმა სლოვაკეთში გამართულ შეჯიბრში დიდ წარმატებას მიაღწია
  • ალექსანდრე წივწივაძემ სამ დისტანციაზე იასპარეზა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა

სლოვაკეთში გაიმართა კანოეთი შეჯიბრი სახელად ოლიმპიური იმედები, რომელშიც ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ დიდ წარმატებას მიაღწია. 15 წლის წივწივაძემ სამ დისტანციაზე იასპარეზა: 1000 მეტრი, 500, 200 და სამივეში ოქროს მედალი აიღო!

აქამდე, საქართველოს სახელით მოასპარეზე არც ერთ ნიჩბოსანს არ ჰქონდა მოგებული ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) შეჯიბრის სამივე დისტანცია. აღსანიშნავია, რომ ალექსს არ აქვს საკუთარი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნავი და ნაქირავები ნავით ასპარეზობს.

ალექსანდრე წივწივაძის გამარჯვება 100 მეტრზე

კომენტარები

ბოლო ამბები