Thumbnail

ეროვნული ლიგის 4 გუნდი დროებით საშინაო სტადიონზე ვერ ითამაშებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სფფ-ს ინიციატივით და სრული დაფინანსებით 6 ქალაქში სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.
  • თითოეულ სტადიონზე დაიგება საერთაშორისო სტანდარტის მინდვრის საფარი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ქართულ ფეხბურთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო.

სფფ-ს განცხადების თანახმად, სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების გამო, რამდენიმე გუნდის საშინაო არენა დროებით შეიცვლება. კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით და სრული ფინანსური მხარდაჭერით, პირველ ეტაპზე ქვეყნის 6 ქალაქის სტადიონზე დაიგება საერთაშორისო სტანდარტის მინდვრის საფარი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა.

ეს ქალაქებია: ფოთი, ქობულეთი, სამტრედია, წყალტუბო, ივანწმინდა და ბოლნისი

საფარის გარდა, ამ სტადიონებზე მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილია სხვადასხვა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

როგირც სფფ იუწყება, ეროვნული ლიგის განახლება 3-4 აგვისტოს იგეგმება და სწორედ იმ დროისთვის გაიხსნება რეაბილიტირებული სტადიონები. შესაბამისად, გუნდები მშობლიურ არენებზე დაბრუნდებიან.

სფფ იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ პროექტს და დროებით სხვა ქალაქებშიც მხურვალედ უქომაგებენ ფავორიტ გუნდებს.

ამრიგად, 2018 წლის ეროვნული ლიგის პირველ წრეს 4 გუნდი საშინაო სტადიონზე ვერ ითამაშებს  - აგვისტომდე ბოლნისის სიონი, საჩხერის ჩიხურა, ფოთის კოლხეთი და სამტრედია სხვა ქალაქს და სტადიონს შეეკედლებიან.

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 2 მარტს დაიწყება

სამტრედია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერდა

კომენტარები

ბოლო ამბები