Thumbnail

დროგბა მოურინიოს გამო ტიროდა, აბსოლუტურად განადგურებული იყო...

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • სტივ სიდუელმა ჩელსიდან მოურინიოს გაშვება გაიხსენა
  • ჟოზე ლონდონში ძალიან უყვარდათ

2007 წელს, ჟოზე მოურინიოს ჩელსიდან გაშვება ალბათ რომან აბრამოვიჩის ყველაზე დიდი შეცდომა იყო. აბრამოვიჩმა სულ რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ, სეზონის სტარტზევე, სექტემბერში ის მწვრთნელი გაუშვა, რომელმაც ჩელსი ევროპული ფეხბურთის გრანდად აქცია. ეს იმ გუნდისთვის და იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც სწორედ ჟოზემ მიიყვანა, დიდი დარტყმა იყო. მოურინიო ჩელსიში ძალიან უყვარდათ. პორტუგალიელის ბოლო საათებს ლონდონურ კლუბში ჩელსის მაშინდელი ნახევარმცველი სტივ სიდუელი იხსენებს.

„ბევრ კლუბში ვყოფილვარ, საიდანაც მწვრთნელი გაუშვიათ, მაგრამ ჩელსიში ეს ყველაზე რთული იყო. ბევრ მოთამაშეს ჟოზესთან ერთად წლები ჰქონდა გატარებული - კლუბში ოჯახური ატმოსფერო იყო,“ - ამბობს სიდუელი.

იგი იხსენებს, რომ ჩემპიონთა ლიგაში რუსენბორგთან ვერმოგებული მატჩის შემდეგ (1:1), მეორე დღეს, მოთამაშეები გასახდელში იყვნენ შეკრებილები, ზემოთ, კლუბის ოფისში კი შეხვედრა მიმდინარეობდა - მოურინიო ჩელსის მენეჯმენტს ხვდებოდა.

„როდესაც ის ქვემოთ ჩამოვიდა, ფეხბურთელებს ყველას ცალ-ცალკე დაემშვიდობა. ბევრი ტიროდა - მაგალითად, დროგბა, რომელიც აბსოლუტურად განადგურებული იყო,“ - იხსენებს სიდუელი.

დროგბა სწორედ მოურინიოს ხელში იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად. იგი ტერისთან, ჩეხთან, ლამპარდთან, ესიენთან და კარვალიოსთან ერთად ჩელსის ბირთვს ქმნიდა - მოურინიოს წასვლის შემდეგაც წლების მანძილზე, სწორედ ეს მოთამაშეები ქმნიდნენ ლონდონელთა სათამაშო სტილს.

კომენტარები

ბოლო ამბები