Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | მედლის მოპოვების შანსს მხოლოდ ქაჯაია ინარჩუნებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნურსულთანში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში
  • მესამე დღეს ტატამზე კიდევ სამი ქართველი მოჭიდავე გავიდა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. ტურნირი მიმდინარეობს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის. პირველი ორი დღე ქართველი ფალავნებისთვის ტრიუმფალური გამოდგა: ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ ოქროს მედლები აიღეს, გიორგი მელიამ კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

მესამე დღეს ხალიჩაზე კიდევ სამი ქართველი მოჭიდავე გავიდა: დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისთვის ორთაბრძოლები წარუმატებლად წარიმართა.

გელა ბოლქაძე 1/16 ფინალში აზერბაიჯანელ მურსალიევს დაუპირისპისპირდა, დამარცხდა და გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას. იგივე უნდა ვთქვათ დავით ჩხარტიშვილზე, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა დათმო ჩრდილოეთკორეელ სე უნგ რისთან.

იაკობ ქაჯაიას პირველი მეტოქე ნორვეგიელი მარვიკი იყო, რომელიც ქართველმა 5:1 დაამარცხა. შემდეგ ქაჯაია რუმინელ ალექსუცს შეხვდა და კიდევ უფრო დიდი სხვაობით, 9:0 სძლია მეტოქეს. მეოთხედფინალში იაკობი ტიტულოვან თურქ მოჭიდავეს, რიზა კაიალპს შეხვდა და სამწუხაროდ, 1:5 წააგო. თურქი სპორტსმენი ფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელ ფინალურ ბლოკში ქაჯაია ბრინჯაოს მედლისთვის და ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის იბრძოლებს.

იაკობ ქაჯაიას გამარჯვება რუმინელ მეტოქესთან

იაკობ ქაჯაიმ (130 კგ) პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო რუმინელ ალექსუცს

იაკობ ქაჯაიმ (130 კგ) პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო რუმინელ ალექსუცს და მეოთხედფინალში თურქების მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს და ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონ რიზა კაიას დაეჭიდება (შეხვედრა ხალიჩა D-ზე გაიმართება #324) გელა ბოლქაძე (77 კგ) 1/16 ფინალში აზერბაიჯანელ მურსალიევთან დამარცხდა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები