Thumbnail

სამშაბათს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი იწყება. უფრო მეტიც: გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირია.

რომელ გრანდს რამდენჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული, ალბათ ყველა გულშემატკივარმა ზეპირად იცის. წლიდან წლამდე არც ფავორიტები იცვლებიან და სანატრელი თასის აღმართვის ყველაზე მეტი შანსი წელსაც იმ გუნდებს აქვთ, რომლებსაც შარშან ჰქონდათ.

გადავწყვიტეთ, ახალი სეზონის სტარტის წინ, ჩემპიონთა ლიგას ცოტა სხვა კუთხით შეგახედოთ და წარმოგიდგენთ ყველა დროის რეიტინგს დაგროვილი ქულების მიხედვით. TOP 30, რომელსაც გალერეაში ნახავთ, 3-ქულიანი სისტემითაა შედგენილი. ანუ, თითოეულ კლუბს თითო მოგებისთვის 3 ქულა, ფრისთვის - 1, წაგებისთვის კი - 0. ჩათვლილია კლუბების ყველა თამაში 1992/93 წლების სეზონიდან (როცა ჩემპიონთა ლიგა დაარსდა, მანამდე ჩემპიონთა თასი ერქვა) - ჯგუფური ეტაპიდან ფინალის ჩათვლით.

საინტერესოა, რომ ასეთი დათვლით, მე-6 ადგილზეა გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია...

მოდი, ვნახოთ, ვინ რამდენი ქულით რომელ ადგილზეა

30. დეპორტივო (ესპანეთი)

5 მონაწილეობა, 58 თამაში (23 მოგება, 15 ფრე, 20 წაგება), 84 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1).

29. პანათინაიკოსი (საბერძნეთი)

9 მონაწილეობა, 74 თამაში (23 მოგება, 18 ფრე, 33 წაგება), 87 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1).

28. შალკე (გერმანია)

8 მონაწილეობა, 66 თამაში (26 მოგება, 15 ფრე, 25 წაგება), 93 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1).

27. მონაკო (საფრანგეთი)

9 მონაწილეობა, 78 თამაში (30 მოგება, 16 ფრე, 32 წაგება), 106 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (4), ფინალი (1).

26. მანჩესტერ სიტი (ინგლისი)

8 მონაწილეობა, 68 თამაში (32 მოგება, 13 ფრე, 23 წაგება), 109 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1).

25. გალათასარაი (თურქეთი)

15 მონაწილეობა, 110 თამაში (29 მოგება, 27 ფრე, 55 წაგება), 111 ქულა. საუკეთესო შედეგი: მეოთხედფინალი (4).

24. შახტარი (უკრაინა)

13 მონაწილეობა, 88 თამაში (32 მოგება, 16 ფრე, 40 წაგება), 112 ქულა. საუკეთესო შედეგი: მეოთხედფინალი (1).

23. დინამო კიევი (უკრაინა)

16 მონაწილეობა, 110 თამაში (30 მოგება, 27 ფრე, 53 წაგება), 117 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1).

22. პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია)

16 მონაწილეობა, 110 თამაში (33 მოგება, 25 ფრე, 52 წაგება), 124 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1).

21. ბაიერ ლევერკუზენი (გერმანია)

11 მონაწილეობა, 95 თამაში (34 მოგება, 23 ფრე, 38 წაგება), 125 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1), ფინალი (1).

20. ბენფიკა (პორტუგალია)

14 მონაწილეობა, 100 თამაში (35 მოგება, 24 ფრე, 41 წაგება), 129 ქულა. საუკეთესო შედეგი: მეოთხედფინალი (4).

19. რომა (იტალია)

11 მონაწილეობა, 100 თამაში (36 მოგება, 25 ფრე, 39 წაგება), 133 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1).

18. ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

18 მონაწილეობა, 116 თამაში (38 მოგება, 21 ფრე, 57 წაგება), 135 ქულა. საუკეთესო შედეგი: მეოთხედფინალი (1).

17. ატლეტიკო (ესპანეთი)

9 მონაწილეობა, 84 თამაში (41 მოგება, 26 ფრე, 17 წაგება), 149 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (3), ფინალი (2).

16. ვალენსია (ესპანეთი)

11 მონაწილეობა, 104 თამაში (45 მოგება, 30 ფრე, 29 წაგება), 165 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (2), ფინალი (2).

15. აიაქსი (ჰოლანდია)

14 მონაწილეობა, 114 თამაში (45 მოგება, 32 ფრე, 37 წაგება), 167 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (4), ფინალი (2), ჩემპიონი (1 - 1995).

14. პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)

11 მონაწილეობა, 98 თამაში (52 მოგება, 20 ფრე, 26 წაგება), 176 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1).

13. ბორუსია დორტმუნდი (გერმანია)

13 მონაწილეობა, 114 თამაში (53 მოგება, 24 ფრე, 37 წაგება), 183 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (3), ფინალი (2), ჩემპიონი (1 - 1997).

12. ინტერი (იტალია)

12 მონაწილეობა, 111 თამაში (52 მოგება, 28 ფრე, 31 წაგება), 184 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (2), ფინალი (1), ჩემპიონი (1 - 2010).

11. ლიონი (საფრანგეთი)

15 მონაწილეობა, 126 თამაში (54 მოგება, 34 ფრე, 38 წაგება), 196 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (1).

10. ლივერპული (ინგლისი)

11 მონაწილეობა, 114 თამაში (55 მოგება, 31 ფრე, 28 წაგება), 196 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (5), ფინალი (4), ჩემპიონი (2 - 2005, 2019).

9. მილანი (იტალია)

17 მონაწილეობა, 165 თამაში (74 მოგება, 49 ფრე, 42 წაგება), 271 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (6), ფინალი (6), ჩემპიონი (3 - 1994, 2003, 2007).

8. ჩელსი (ინგლისი)

15 მონაწილეობა, 156 თამაში (77 მოგება, 45 ფრე, 34 წაგება), 276 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (7), ფინალი (2), ჩემპიონი (1 - 2012).

7. პორტუ (პორტუგალია)

23 მონაწილეობა, 188 თამაში (80 მოგება, 46 ფრე, 62 წაგება), 286 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (2), ფინალი (1), ჩემპიონი (1 - 2004).

6. არსენალი (ინგლისი)

19 მონაწილეობა, 177 თამაში (83 მოგება, 41 ფრე, 53 წაგება), 290 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევაფინალი (2), ფინალი (1).

5. იუვენტუსი (იტალია)

19 მონაწილეობა, 190 თამაში (92 მოგება, 51 ფრე, 47 წაგება), 327 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (7), ფინალი (6), ჩემპიონი (1 - 1996).

4. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)

22 მონაწილეობა, 224 თამაში (118 მოგება, 56 ფრე, 50 წაგება), 410 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (7), ფინალი (4), ჩემპინი (2 - 1999, 2008).

3. ბაიერნი (გერმანია)

22 მონაწილეობა, 241 თამაში (132 მოგება, 53 ფრე, 56 წაგება), 449 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (11), ფინალი (5), ჩემპიონი (2 - 2001, 2013).

2. ბარსელონა (ესპანეთი)

23 მონაწილეობა, 248 თამაში (146 მოგება, 59 ფრე, 43 წაგება), 497 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (12), ფინალი (5), ჩემპიონი (4 - 2006, 2009, 2011, 2015).

1. რეალ მადრიდი (ესპანეთი)

23 მონაწილეობა, 259 თამაში (156 მოგება, 49 ფრე, 54 წაგება), 517 ქულა. საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი (13), ფინალი (7), ჩემპიონი (7 - 1998, 2000, 2002, 2014, 2016, 2017, 2018).

კომენტარები

ბოლო ამბები