Thumbnail

იკარდის ცოლი პარიზით კმაყოფილია, მაგრამ ნაპოლი მაინც განიხილება!

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მაურო იკარდის პირველი პარიზული შთაბეჭდილებები
  • ვანდა ნარა იტალიურ შოუში ექსპერტად რჩება
  • ზამთარში ნაპოლის ტრანსფერს უნდა ველოდოთ?

შაბათს, პარი-სენ-ჟერმენის რიგებში მაურო იკარდის დებიუტი შედგა. კვირა საღამოს, ვანდა ნარამ, რომელიც ერთდროულად იკარდის მეუღლე და აგენტია, და ამავე დროს, პოპულარული შოუს „ტიკი-ტაკას“ ექსპერტის როლშიც გვევლინება, იკარდის პირველ პარიზულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. ვანდა ნარა შაბათს სტადიონზეც იყო და აღნიშნა, რომ მას „პარკ დე პრენსიც“ მოეწონა და ისიც, თუ ტრიბუნები იკარდის როგორ შეხვდნენ. „ტიკი ტაკაში“ ნარამ ისიც აღნიშნა, რომ იკარდის პარიზში თავს ძალიან კარგად გრძნობს.

"პარიზში მეგობრები უკვე გავიჩინეთ და მაშინვე იტალიურ რესტორანში დავპატიჟეთ, რათა გვეჩვენებინა, სად უნდა ეჭამათ გემრიელად. ცოტა ხნის წინ, მაურომ თავისი ფოტო გამომიგზავნა, თუ როგორ სეირნობს პარიზში სკუტერით. ის ძალიან ბედნიერია,“ - განაცხადა ვანდამ.

ნეიმარი და იკარდი

სკუტერით, როგორც პროფესიონალი სპორტმენისთვის მაღალი ტრავმატული რისკის მქონე ტრანსპორტით სეირნობა რამდენად მოსწონს პარიზელთა ხელმძღვანელობას, ეს უცნობია. შოუში ვანდა ნარამ ისიც თქვა, რომ ნაპოლის იკარდის შესაძენი ფული ბიუჯეტში კვლავ აქვს და არ არის გამორიცხული, მათ იანვარში დიდი ტრანსფერი გააკეთონ.

ვანდა ნარას პარიზსა და მილანს შორის ბევრი ფრენა მოუწევს. კვირაობით მას „ტიკი ტაკას“ ჩაწერა აქვს და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ იკარდის ინტერიდან წასვლა არ სურდა.

კომენტარები

ბოლო ამბები