Thumbnail

ჯანი იუვენტუსში გადაწყვეტილია? გერმანული ტრიო ან კვარტეტი ტურინში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუვენტუსის სატრანსფერო გეგმები ზაფხულისთვის.
  • აგენტის ინფორმაციით, ემრე ჯანის ტრანსფერი გადაწყვეტილია.
  • “ბებერ ქალბატონს” ფლანგის ახალი მცველებიც სურს.

ტურინის იუვენტუსს, შეიძლება, ზაფხულიდან მალე სამი გერმანელი ფეხბურთელი ჰყავდეს. ან ოთხი…

ლივერპულის ნახევარმცველ ემრე ჯანის იუვეში გადასვლაზე საუბრები დეკემბერში დაიწყო, იანვარში გაგრძელდა, ახლა კი ვრცელდება ცნობები, რომ 24 წლის ფეხბურთელის ტურინში გადაბარგება გადაწყვეტილი ამბავია.

იტალიელი საფეხბურთო აგენტი ფედერიკო პასტორელო აცხადებს, რომ ემრე ჯანის იუვენტუსში გადასვლა გადაწყვეტილია - მან ტურინულ გრანდს ეს ტრანსფერი უკვე მიულოცა: “ემრე ჯანი ძალიან მაგარი შენაძენია - განსაკუთრებით იმიტომ, რომ იუვენტუსი მას ხელში უფასოდ ჩაიგდებს,” - განაცხადა პასტორელომ და დასძინა: “იუვეს გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ და სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ამ ტრანსფერზე კარგად იმუშავეს. ჯანის გადაბირება ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია.” 

ემრე ჯანს ლივერპულთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მისი შენარჩუნება სურს, მაგრამ, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე, სავარაუდოდ, ვერ დაითანხმებს.

თუ იუვენტუსში გადავა, სამი ხედირას და ბენედიქტ ჰიოვედესის შემდეგ, ემრე ჯანი ტურინული კლუბის მესამე გერმანელი გახდება. შესაძლოა, იუვემ ზაფხულში კიდევ ერთი, მეოთხე გერმანელიც დაიმატოს - ჯონათან ტა.

“ტუტოსპორტის” ინფორმაციით, იუვეს ახალი ფლანგის მცველის გადაბირებაც სურს. ტურინული გამოცემის ცნობით, მთავარი კანდიდატები მატეო დარმიანი (მანჩესტერ იუნაიტედი) და ხოსე გაია (ვალენსია) არიან. ეს უკანასკნელი 25-30 მილიონი ევრო ღირს.

► სრულყოფილი გერმანელი! ტურინში ხედირას გოლეადორობას ზეიმობენ

 

კომენტარები

ბოლო ამბები