Thumbnail

'ოქროს ბურთს რეფორმა სჭირდება' - იკერ კასილიასის იდეა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იკერი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს რეფორმის იდეით გამოდის
  • ესპანელი მეკარის აზრით, ჯილდო თითოეული ამპლუისთვის უნდა დაწესდეს

პორტუს მეკარე იკერ კასილიასი მიიჩნევს, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის გამიზნულ ჯილდოს - "ოქროს ბურთს" რეფორმა სჭირდება.

"ჩემი აზრით, ვან დაიკი გასულ სეზონში საუკეთესო მცველი იყო. "ოქროს ბურთის" საკითხი რთულია. ვინ იმსახურებს მას? ჯილდო უნდა დაწესდეს თითოეული ამპლუისთვის - მეკარისთვის, მცველისთვის,ნახევარმცველისა და თავდამსხმელისთვის", - დაწერა ესპანელმა ტვიტერში თავის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ ესპანელ გოლკიპერს გაზაფხულზე, ვარჯიშის დროს გულის შეტევა ჰქონდა. 38 წლის იკერ კასილიასს ოპერაცია ჩაუტარდა და გამოითქვა ვარაუდი, რომ იკერი მოედანზე დაბრუნებას ვეღარ შეძლებდა. ბოლო ინფორმაციით, იკერი სამედიცინო შემოწმებას დეკემბერში გაივლის, რის შემდეგაც დადგინდება, შეძლებს თუ არა ის კვლავ თამაშს.

იკერ კასილიასი პორტუს ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მანამდე ის მადრიდის რეალში გამოდიოდა, რომელთანაც ერთადაც ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ ესპანეთის თასისა და ოთხჯერ ქვეყნის სუპერთასის მფლობელი. კასილიასმა რეალში სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად კი მან 2010 წლის მუნდიალსა და ევრო 2008-სა და ევრო 2012-ზე გაიმარჯვა.

2018 წელს ოქროს ბურთის მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა

შეგახსენებთ, რომ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთს" ფრანგული გამოცემა "ფრანს ფუტბოლი" გადასცემს. თავის რჩეულებს ცალ-ცალკე ასევე ავლენენ უეფა და ფიფა. 

კომენტარები

ბოლო ამბები