Thumbnail

ჩემპიონმა დიდი 10-ის ახალი სეზონი მოგებით დაიწყო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიდი 10-ის ახალი სეზონი დაიწყო
  • 5-დან 3 შეხვედრაში მოგება მასპინძლებმა შეძლეს

დიდი 10-ის 2019-2020 წლების სეზონი იუნკერებისა და ბათუმის მატჩით დაიწყო -  ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს დებიუტანტმა დიდი ბრძოლა გაუმართა და ბონუს ქულაც აიღო.

მუხიანში, ''ხვამლი არენაზე'', გამართულ მატჩი ბათუმმა 4 ქულით, 16:12 მოიგო. ბათუმელთა მხრიდან 16-ივე ქულა მამუკა ნინიძის ანგარიშზეა. რაც შეეხებათ მასპინძლებს, იუნკერების 12 ქულა რამაზ ხარაზიშვილმა დააგროვა - მან 4 ჯარიმა გაიტანა.

იუნკერები v ბათუმი | 18:00 ხვამლი არენა, თბილისი LIVE 🔴 რაგბი TV/Rugby TV

Posted by ლიდერბეთი დიდი 10 • Leaderbet Didi 10 on პარასკევი, 13 სექტემბერი, 2019

ლელომ ''ლელო არენაზე'' აიასთან 21 ქულით, 13:34 წააგო. ქუთაისელებმა ბონუს ქულა აიღეს და გათამაშების ლიდერები არიან.

ჯიქი ლოკომოტივს შეხვდა და 17:8 სძლია. გორელებმა მეტოქეს 2 ლელო დაუდეს. მოიგო აკადემიამაც, რომელმაც არმაზს 14:10 სძლია. ყველაზე უხვქულიანი მატჩი ყოჩებსა და ხარებს შორის გაიმართა. შეხვედრაში 55 ქულა გავიდა - ყოჩებმა 5 ქულით მოიგეს.

ყოჩები v ხარები 17:00, ნუცუბიძის სტადიონი LIVE რაგბი TV/Rugby TV

Posted by ლიდერბეთი დიდი 10 • Leaderbet Didi 10 on კვირა, 15 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები