Thumbnail
  • 'ბორჯღალოსნებმა' იაპონურ გუნდთან ერთობლივი ვარჯიში გამართეს
  • ტოკუშიმას მოსახლეობას ქართველი მორაგბეები დიდ პატივში ჰყავს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიის ქალაქ ტოკუშიმაში იმყოფება და მოახლოებული მსოფლიო თასისთვის მზადებას განაგრძობს.

ოთხწლეულის უმთავრესი შეჯიბრის დაწყებამდე ხუთიოდ დღეღა რჩება, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ "ბორჯღალოსნებს" საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ.

დღეს ტოკუშიმაში მყოფმა #ბორჯღალოსნებმა იაპონური ტოპ ლიგის トップリーグ Honda HEAT-ან ერთობლივი ვარჯიში გამართეს 🏉 #რაგბიჩვენითამაშია #meanwhileinJapan #LelosinJapan 🏉 📸 Honda HEAT

Posted by Georgian Rugby on პარასკევი, 13 სექტემბერი, 2019

ქართველმა მორაგბეებმა ერთობლივი ვარჯიში იაპონური ტოპ ლიგის წევრ ჰონდა ჰიტთან ჩაატარეს და მსოფლიო თასის წინ გარკვეული დეტალები დახვეწეს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს ნაკრების მიმართ დიდ პატივისცემას და სითბოს ამჟღავნებს და ჩვენებურთა საწვრთნელ პროცესს მაყურებელი არასდროს აკლია. სათქმელია ისიც, რომ სავარჯიშო სტადიონი ქართული დროშებითაა მორთული, ბანერებზე კი ჩვენებური სიტყვა "მიაწვა" აწერია.

徳島ありがとう! დღეს ტოკუშიმაში #ბორჯღალოსნების სავარჯიშო სტადიონზე ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს ნაკრების გასაცნობად შეიკრიბა 🇯🇵🇬🇪 #RWC2019 #რაგბიჩვენითამაშია #GEO #LelosinJapan 🏉 #Tokushima #ThankyouTokushima

Posted by Georgian Rugby on შაბათი, 14 სექტემბერი, 2019

მეტიც, გუშინ ტოკუშიმელები "ბორჯღალოსნების" გასაცნობად ოჯახებთან ერთად შეიკრიბნენ და მომავალ ტურნირზე წარმატებები უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს, ქართველი მორაგბეები კი პირველ მატჩს 23-ში უელსთან ჩაატარებენ.

徳島ありがとう! დღეს ტოკუშიმას მოსახლეობა #ბორჯღალოსნების გასაცნობად შეიკრიბა და საქართველოს ნაკრებს საოცრად თბილის დახვედრა მოუწყო 🇯🇵🇬🇪 #RWC2019 #რაგბიჩვენითამაშია #GEO #LelosinJapan 🏉 #Tokushima #ThankyouTokushima

Posted by Georgian Rugby on შაბათი, 14 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები