Thumbnail
  • ესპანურმა გრანდებმა გერმანელ მწვრთნელზე ნადირობა გამოაცხადეს
  • კლოპი ლა ლიგაში ვირჯინ ვან დაიკსაც წაიყვანს?

ინგლისურის ლივერპულის თავაცმა იურგენ კლოპმა, შესაძლოა, რეალი ან ბარსელონა ჩაიბაროს. AS-ის ცნობით, ესპანური გრანდები, შესაბამისად, ზინედინ ზიდანის და ერნესტო ვალვერდეს მუშაობით არცთუ კმაყოფილნი არიან და ახალი მწვრთნელების შერჩევით არიან დაკავებულნი, კლოპს კი მათ სიებში პირველი ადგილი უკავია.

ამას გარდა, კასტილიელებს და კატალონიელებს დაცვის ცენტრის გამაგრება სურთ და ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტად ვირჯილ ვან დაიკი მიაჩნიათ. მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი უკანახაზელი ასევე ლივერპულში ირიცხება, ამდენად, თუკი კლოპთან შეთანხმება მოხერხდა, მას ვან დეიკზე ზემოქმედების ბერკეტიც ექნება.

კლოპის ხელმძღვანელობით, ლივერპულმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამჟამად, კი პრემიერლიგის სათავეში იმყოფება და ერთადერთი გუნდია, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში თამაში არ აქვს წაგებული.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები