Thumbnail
  • სიტარდი 2:3 ტვენტე
  • გიორგიმ ჰოლანდიის ერედივიზიონში სადებიუტო გოლი გაიტანა

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-6 ტურში გიორგი აბურჯანიას ტვენტე სიტარდს ესტუმრა და მეტოქეს 3:2 სძლია. ქართველი ნახევარმცველი მინდორზე 61-ე წუთზე გამოჩნდა და ხუთ წუთში გოლის გატანაც შესძლო.

გიორგი კონტრშეტევაში კარგად ჩაერთო, მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და ჰოლანდიაში სადებიუტო გოლი შეაგდო.

ტვენტემ ამ სეზონში მე-3 გამარჯვება იზეიმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი წაუგებლად ასპარეზობს, 6 ტურში 12 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. ენსხედელთა მომდევნო მეტოქე ჰერაკლესი იქნება.

გიორგი აბურჯანიას სადებიუტო გოლი ჰოლანდიის ერედივიზიონში

გიორგი აბურჯანიას სადებიუტო გოლი ჰოლანდიის ერედივიზიონში

Posted by Silk Sport on კვირა, 15 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები