Thumbnail

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია! ოქროს მედალი 12 წლის შემდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნუგზარ წურწუმიამ ნურსულთანში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა
  • საქართველომ ტურნირზე ოქრო 12-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარეობს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ჭიდაობაში. ბერძნულ-რომააული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) პირველ დღეს ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ასევე ბრწყინვალედ იასპარეზა და გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელი ზაკანშა 9:0 გაანადგურა.

წურწუმია ნახევარფინალში იაპონელ შოტა ოგავას დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 8:0 დაამარცხა მეტოქე. ქართველმა სრული უპირატესობით წარმართა ორთაბრძოლა და უშანსოდ დაამარცხა აზიელი ფალავანი.

აქვე აღვნიშნოთ, რომ წურწუმიამ ნახევარფინალამდეც შესანიშნავად იარა. მისი პირველი მეტოქე ჩინელი ჩაო იყო, რომელიც 9:0 დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კი რუს კაბალოევს 8:3 სძლია.

ქართველმა ფალავანმა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი 12-წლიანი პაუზის შემდეგ მოუტანა.

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია!!!

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია!!! გილოცავთ, 12-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს ბრწყინვალე გამარჯვება

Posted by Silk Sport on კვირა, 15 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები