Thumbnail
  • ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს
  • საქართველომ გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდია დაამარცხა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა, გუნდურ ასპარეზობაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ქართველმა ძიუდოისტებმა პირველ შეხვედრაში ხორვატიას 4:1 მოუგეს, თუმცა რუსეთის ნაკრებთან მძიმე ბრძოლაში 4:3 დამარცხდნენ და ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელეს.

ქართველმა ძიუდოისტებმა რეპეშაჟში პორტუგალიას 4:1 მოუგეს და ჰოლანდია 4:0 გაანადგურეს, რითიც ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.

გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში იტალიას 4:2 სძლია.

საქართველომ ინიდივიდუალურ ასპარეზობაში 6 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიგო და საერთო ჩათვლაში პირველი ადგილიც დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები