Thumbnail

გორგოძის ტიტული ჩეხეთში – ქართველმა ჩოგბურთელმა 25-ათასიანი ტურნირი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძემ ზედიზედ მე-8 ფინალში იმარჯვა
  • ქართველი ჩოგბურთელი მომავალ კვირას საფრანგეთში ითამაშებს

27 წლის ქართველი კალათბურთელი ეკატერინე გორგოძე ჩეხურ ფრიდეკ მისტეკში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) გამარჯვებული გახდა.

ეკო მე-3 ნომრად იყო განთესილი და ჯამში 5 გამარჯვება იზეიმა. ქართველმა გოგონამ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ჩანელ ვან ნგუიენს (აშშ) 7:5, 6:3 სძლია, ლინა გორჩესკა (ჩრდოლოეთ მაკედონია) 3:6, 6:3, 6:3 დაამარცხა, ჯესიკა მალეჩკოვას კი 5:2-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

აი, ნახევარფინალსა და ფინალში კი გორგოძეს სეტი აღარ წაუგია. ჩვენებურმა მე-6 განთესვის მქონე ბერძენ დესპინა პაპამიჩალს მხოლოდ 2 გეიმი დაუთმო – 6:0, 6:2 გადამწყვეტ შეხვედრაში კი გერმანელი კატარინა გერლაჩი დაჩაგრა – 6:1, 7:6 (8:6).

საინტერესოა, რომ გორგოძემ ზედიზედ მე-8 ფინალური თამაში მოიგო, სულ კი, მის აქტივში უკვე 16 ტიტულია. ეკატერინეს მსოფლიო რეიტინგში 252 ქულით 234-ე ადგილი უკავია, ჩეხური წარმატების კვალად კი, 50 ქულას შეიმატებს და საგრძნობი წინსვლა ელის.

მომავალი კვირისთვის გორგოძე უკვე საფრანგეთში გადაინაცვლებს და სენ მალოს 60-ათასიან ტურნირში ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები