Thumbnail
  • მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ნორვიჩთან წაგებული თამაშის შემდეგ იხუმრა
  • კატალონიელმა მწვრთნელმა ლიგაში ერთ-ერთ უმთავრეს მეტოქეს ჩემპიონობა მიულოცა

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგის ბოლო ტურში სტუმრად ნორვიჩთან წააგო და სატურნირო ცხრილის ლიდერ ლივერპულს ახლა უკვე 5 ქულით ჩამორჩება. ეს წაგება სიტისთვის პირველია მიმდინარე ჩემპიონატში. წინა ტურებში პეპ გვარდიოლას გუნდმა სამჯერ მოიგო, ერთხელ კი ფრედ ითამაშა.

მეტი ამ თემაზე: სიტის პირველი მარცხი - პეპი კლოპს უკვე 5 ქულით ჩამორჩება

მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა დებიუტანტთან მარცხის შემდეგ ირონიული კომენტარი გააკეთა და იურგენ კლოპის შეგირდებს ჩემპიონობა მიულოცა.

"ლივერპულო, გილოცავ. შენ ჩემპიონი ხარ… ახლა ჯერ სექტემბერია და ყველაფერი წინაა. უკეთესად ვივარჯიშებთ და ისევ გავალთ მოედანზე. დიახ, ჩვენ ხუთი ქულა დავკარგეთ. ტოტენჰემთან (2:2) არაჩვეულებრივად კარგად ვითამაშეთ. ახლა ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რა უნდა გავაკეთოთ", - ამბობს 48 წლის კატალონიელი, რომლის გუნდმაც გასულ, საჩემპიონო სეზონში სულ ერთი ქულით აჯობა ლივერპულს.

კატალონიელმა სპეციალისტმა ნორვიჩთან ქულაც ვერ მოიპოვა

მანჩესტერ სიტის 10 ქულა აქვს, ლივერპულს - 15. მომდევნო ტურში სიტი უოტფორდს უმასპინძლებს (21 სექტემბერს), იქამდე კი ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე დონეცკის შახტარს დაუპირისპირდება (18 სექტემბერს).

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები