Thumbnail
  • დურასოვიჩი/რუუდი - ბაკში/მეტრეველი 6:4, 6:3; რუუდი - მეტრეველი 6:3, 6:2 
  • საქართველოს ნაკრებმა ოსლოში 1:3 წააგო
  • ბასილაშვილის გარეშე წარმატებაზე ფიქრი ძნელი იყო

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მარცხი განიცადა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, სადაც დევისის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის მატჩის ჩასატარებლად იყო ჩასული.

შეგახსენებთ, რომ Njaard Tennis klubb-ის თიხის კორტებზე დაპირისპირებამ სტარტი ჯერ კიდევ შაბათს აიღო და ქართველთათვის კარგის დასაწყისიც ჰქონდა, რადგანაც ალექსანდრე მეტრეველმა (695) ვიკტორ დურასოვიჩს (323) 7:5, 6:4 სძლია, თუმცა, მას შემდეგ, საქმეები სტუმართათვის ცუდად წავიდა.

Norge vinner doublen 6-4 6-3. Dermed leder vi 2-1 over Georgia😍👊🏻🎾!!

Posted by Norges Tennisforbund on შაბათი, 14 სექტემბერი, 2019

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ნორვეგიელთა პირველმა ნომერმა, მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილზე მყოფმა კასპერ რუუდმა გიორგი ცივაძეს (933) იოლად (6:1, 6:0) სძლია, გადამწყვეტი კი, ალბათ, წყვილთა შეხვედრა გამოდგა, რომელშიც რუუდმა და დურასოვიჩმა მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში (ურეიტინგო) 6:4, 6:3 დაამარცხეს.

ქართულ-ნორვეგიული შერკინების მე-4 მატჩშო რუუდმა მეტრეველს 6:3, 6:2 მოუგო და ვინაიდან ყველაფერი უკვე გარკვეული გახლდათ, დურასოვიჩის და ცივაძის შეხვედრა აღარ გამართულა.

Casper avgjør med 6-3 6-2 over Metriveli. Og dermed spiller Norge playoffs til Gruppe 1 i mars 🕺🏻👏🏻👏🏻🚀🇳🇴

Posted by Norges Tennisforbund on შაბათი, 14 სექტემბერი, 2019

ამგვარად, საქართველოს ნაკრები ოსლოში 1:3 დამარცხდა და ეს, მოულოდნელი არ ნამდვილად არ ყოფილა. თამაშის მიმდინარეობა მაშინვე განისაზღვრა, როდესაც გაირკვა, რომ ჩვენი გუნდი ნორვეგიაში სათამაშოდ მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-17 ადგილზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე მიდიოდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში საბა ფურცელაძე და ნიკოლოზ დავლიანიძეც ირიცხებოდნენ, თუმცა, მათ კორტზე გასვლის შანსი არ მისცემიათ, კაპიტანი კი დავით კვერნაძე იყო. ქართველ ჩოგბურთელებს 2020 წლის გაზაფხულზე  II ჯგუფში დასარჩენაც პლეი ოფში თამაში მოუწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები