Thumbnail

ტაისონ ფიურიმ ვალინი დაამარცხა, მაგრამ რინგი სისხლიანმა დატოვა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 29 გამარჯვება, 1 ფრე, 0 მარცხი
  • ფიურიმ რეკორდი ოტო ვალინთან გამარჯვებით გააუმჯობესა

ბრიტანელმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ თავისი მორიგი ბრძოლა ნევადას T-Mobile არენაზე ჩაატარა, სადაც რინგზე ადგილობრივი კომუნის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მექსიკის ფერებში გამოცხადდა.

ფიურის მეტოქე ასევე დაუმარცხებელი 28 წლის შევედი - ოტო ვალინი გახლდათ. სისხლიანი ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა, რომელიც 'ჯიპსი კინგმა' ტაისონ ფიურიმ ქულებით მოიგო. ეს უაილდერთან 2018 წლის თრილერის შემდეგ ფიურის მეორე ბრძოლა და მეორე გამარჯვება გახლდათ.

ფიური მექსიკის ფერებში

თუმცა ვალინთან ჩხუბი ფიურისთვის ადვილი არ ყოფილა, შვედმა ბრიტანელს მარჯვენა წარბი გაუხეთქა და ფიურის ბრძოლის წარმართვა საგრძნობლად გაუჭირდა "ყველაფერი გავაკეთე მოსაგებად, მაგრამ ტაისონი დიდი ჩემპიონია" - ამბობდა ვალინი ბრძოლის შემდეგ.

ფიურის შემდეგი უაილდერის წინააღმდეგ ექნება, სავარაუდოდ თებერვალში. "თებერვლამდე ჯერ დიდი დროა, ახლა ამ დამღლელი შეკრების შემდეგ დასვენება მჭირდება, ძალების აღდგენა, შემდეგ კი უაილდერთან საქმე მაქვს ბოლომდე მისაყვანი." - ამბობს ფიური.

კომენტარები

ბოლო ამბები