Thumbnail

მალენის პენტატრიკი ვიტესთან - 20 წლის ფეხბურთელის ბენეფისი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პსვ 5:0 ვიტესი
  • დონიელ მალენმა ვიტესს 5 გოლი გაუტანა

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-6 ტურში პსვ-მ ვიტესს უმასპინძლა და მეტოქეს 5:0 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან ხუთივე გოლი ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა. დონიელ მალენმა სტუმრები პირველ ტაიმში 2-ჯერ დაამწუხრა, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ 3 გოლი გაიტანა.

მალენი 5:0 ვიტესი - 20 წლის მოთამაშის პენტატრიკი

დონიელ მალენის პენტატრიკი ვიტესთან - 20 წლის ფეხბურთელმა მეტოქეს 5 გოლი გაუტანა

Posted by Silk Sport on კვირა, 15 სექტემბერი, 2019

მალენს 6 ტურში 6 გოლი დაუგროვდა და ჰოლანდიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში გალიდერდა. მის გუნდს 13 ქულა აქვს და გათამაშებას აიაქსთან ერთად ლიდერობს. 20 წლის ფეხბურთელმა ბოლო ერთ კვირაში 6 გოლი გაიტანა. მან გერმანიის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი.

გერმანია 2:4 ჰოლანდია - ბრწყინვალე მატჩი ჰამბურგში

გერმანია 2:4 ჰოლანდია - ბრწყინვალე მატჩი ჰამბურგში

Posted by Silk Sport on პარასკევი, 06 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები