Thumbnail

'ახლა ყოველ მატჩში სტუმრად მომიწევს თამაში' - ნეიმარი V პსჟ-ის ფანატები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ში დაბრუნებულ ნეიმარს გულშემატკივრები ძალიან ცუდად შეხვდნენ
  • ბრაზილიელმა სტრასბურთან გამარჯვების გოლი მაკრატელათი შეაგდო
  • თამაშის შემდეგ კომენტარი ფეხბურთელმაც გააკეთა და თომას ტუხელმაც

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ნეიმარი გუნდს ლიგა 1-ის მე-5 ტურის შეხვედრაში, სტრასბურთან დაუბრუნდა და გამარჯვების მომტანი გოლითაც გამოირჩა (1:0). ამ შეხვედრაში ბრაზილიელს, რომელსაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის დატოვება და ესპანეთში დაბრუნება სურდა, პარიზელი გულშემატკივრები საკმაოდ აგრესიულად შეხვდნენ.

მეტი ამ თეამზე: შუათითები, გინება - პსჟ-ს ფანების რეაქცია ნეიმარის დაბრუნებაზე

თამაშის შემდეგ ნეიმარმა კომენტარი გააკეთა:

"მესმის ფანატების და ვიცი, რომ მათთვის რთულია ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა პსჟ-ის ფეხბურთელი ვარ. გულშემატკივრებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს. მიჩვეული ვარ იმას, რომ მთელი კარიერის განმავლობაში მიწევს კრიტიკის ატანა. ახლა ყოველ მატჩს ისე ჩავატერებ, თითქოს სტუმრად ვთამაშობდე. დასანანია, მაგრამ ფანატების საწინააღმდეგოდ არაფერი გამაჩნია.

ყველამ იცის, რომ პსჟ-იდან წასვლა მსურდა. ეს ადრეც ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო. წვრილმანებს არ ჩავუღრმავდები, ეს თავი უკვე დახურულია. პსჟ-ის ფეხბურთელი ვარ და ვაპირებ, ყველაფერი დავდო მოედანზე".

პარიზელმა ფანატებმა ტრიბუნებზე ნეიმარის შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს

კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმაც გააკეთა, რომელმაც ბრაზილიელის მისამართით ქომაგების სტვენასა და გამოფენილ შეურაცხმყოფელ ბანერზე ილაპარაკა:

"ნეიმარისთვის ეს იოლი არ იყო. ის ძალიან მგრძნობიარე ბიჭია, მაგრამ მაინც შეძლო გამკლავება. ასეთია ცხოვრება, ფანატებისთვის კი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი რთული იყო და ამიტომ უნდა გავუგოთ მათ. ნეიმარს უკეთესად შეუძლია თამაში და მას რამდენიმე თამაში სჭირდება, რათა რითმში ჩაჯდეს და სათამაშო ტონუსში იყოს".

კომენტარები

ბოლო ამბები