Thumbnail
  • ბარსელონა 5:2 ვალენსია
  • 1:0 ანსუ ფატი (3), 2:0 დე იონგი (7), 2:1 გამეირო (29), 3:1 პიკე (52), 4:1 ლუის სუარესი (61), 5:1 ლუის სუარესი (82), 5:2 მაქსი გომესი (92)

ლა ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში ბარსელონამ ვალენსიას "კამპ ნოუზე" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 5:2 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ბარსელონას 4 თამაშიდან 7 ქულა აქვს. შეგახსენებთ, რომ ამ ტურში დამარცხდა ლიდერი ატლეტიკო, ხოლო მადრიდის რეალმა ლევანტეს 3:2 მოუგო

ვალენსიას რიგებში დებიუტი ჰქონდა მთავარ მწვრთნელ ალბერტ სელადესს, რომელსაც ფეხბურთელობისას ბარსელონაში უთამაშია. 

უკვე მე-7 წუთისთვის ექსბარსელონელი იასპერ სილესენის კარში ორი გოლი იყო გასული, ჯერ ფრენკი დე იონგმა გაატანინა 16 წლის ანსუ ფატის, შემდეგ კი ფატი იყო ასისტენტი, გოლი კი ჰოლანდიელმა ახალბედამ გაიტანა. 

29-ე წუთზე კევინ გამეირომ ერთი გაქვითა, რომელიც VAR-ის წყალობით ჩაითვალა, თორემ თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სილესენმა ცუდად ითამაშა გრიზმანის დარტყმულზე, ხოლო ჟერარდ პიკემ დამატებაზე დაასწრო ვალენსიას ჰოლანდიელ მეკარეს. 

მე-60 წუთზე მოედანზე ლუის სუარესი გამოჩნდა, ურუგვაელმა წამებში შეძლო თავისი გოლის გატანა ძელის დახმარებით. 82-ე წუთზე სუარესმა ახლო კუთხეში გაუტანა სილესენს და დუბლი შეასრულა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ფრენკი დე იონგი (ბარსელონა) პირველ ტაიმში ვალენსიას წინააღმდეგ - 1 გოლი, 1 საგოლე პასი, 42 პასი (ყველა ზუსტი), 3-ჯერ მოიპოვა ბურთი.

⚽ ანსუ ფატი ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც 21-ე საუკუნეში ლა ლიგაში გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა ერთ თამაშში - 16 წლისა და 318 დღის.

ბარსელონა 5:2 ვალენსია

გოლები: 1:0 ანსუ ფატი (3), 2:0 დე იონგი (7), 2:1 გამეირო (29), 3:1 პიკე (52), 4:1 ლუის სუარესი (61), 5:1 ლუის სუარესი (82), 5:2 მაქსი გომესი (92)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - დე იონგი (70. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, არტური (73. არ. ვიდალი) - კარლეს პერესი, გრიზმანი, ანსუ ფატი (60. ლუის სუარესი)

ვალენსია (4-4-2): სილესენი - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - ფერან ტორესი (68. ლი), კოკლენი, პარეხო, გედეში (69. ჩერიშევი) - გამეირო, როდრიგო (72. მაქსი გომესი)

კომენტარები

ბოლო ამბები