Thumbnail
  • ნორვიჩ სიტი 3:2 მანჩესტერ სიტი
  • 1:0 მაკლინი (18), 2:0 კანტველი (28), 2:1 აგუერო (45), 3:1 პუკი (50), 3:2 როდრი (88)

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში ნორვიჩ სიტიმ ჩემპიონ მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და 5-გოლიან თრილერში დაამარცხა - 3:2. ეს ხოსეპ გვარდიოლას გუნდის პირველი წაგებაა სეზონში, სიტი ლივერპულს, რომელმაც დღეს ნიუკასლს თამაში შემოუტრიალა, უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

მასპინძლები პირველივე ტაიმში მაკლინისა და კანტველის გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ 45-ე წუთზე სერხიო აგუერომ თავით ერთი გაქვითა. ეს არგენტინელის მე-7 გოლია ჩემპიონატში.

მეორე ტაიმის დასაწყიში ფინელმა ტეემუ პუკიმ თავისი მე-6 გოლი გაიტანა სეზონში (მანამდე ასისტი მიითვალა), რასაც სიტიმ მხოლოდ ერთი გოლით უპასუხა როდრი ერნანდესმა შორიდან გაიტანა. 

ნორვიჩ სიტი 3:2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 1:0 მაკლინი (18), 2:0 კანტველი (28), 2:1 აგუერო (45), 3:1 პუკი (50), 3:2 როდრი (88)

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, ოტამენდი, ზინჩენკო - გიუნდოგანი (57. დე ბრუინე), როდრი - ბერნარდო სილვა (73. მაჰრეზი), დავიდ სილვა (57. გაბრიელ ჟეზუში), სტერლინგი - აგუერო

ტამი აბრაჰამმა ჰეთ თრიკი შეასრულა

სხვა მატჩები

ლივერპული 3:1 ნიუკასლი
ბრაიტონი 1:1 ბარნლი
მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 ლესტერი
შეფილდ იუნაიტედი 0:1 საუთჰემპტონი
ტოტეონჰემი 4:0 კრისტალ პალასი
ვულვერჰემპტონი 2:5 ჩელსი

კომენტარები

ბოლო ამბები