Thumbnail
  • ბათუმის დინამომ ლოკომოტივი 2:1 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა
  • მატჩის შემდეგ, გუნდების მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს

ეროვნული ლიგის 27-ე ტურში, ბათუმის დინამომ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდიდან გოლები ვლადიმერ მამუჩაშვილმა და ფლამარიონ ჯოვინომ გაიტანეს. ბათუმელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და კიდევ უფრო განიმტკიცეს ლიდერობა. მატჩის შემდეგ, კომენტარები გაკეთდა…

გია გეგუჩაძე (ბათუმის დინამოს მწვრთნელი)
“მთავარია, რომ მოვიგეთ თამაში და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. თამაშის ხარისხი არ იყო იდეალური და ალბათ სანაკრებო პაუზამ იმოქმედა ფეხბურთლებზე. ნელნელა ჩავდგებით ფორმაში. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შედეგი იყო, რასაც მივაღწიეთ და ვულოცავ როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს”.

ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმის დინამო)
“მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობდით, მთლიანობაში თამაში მაინც დაძაბული გამოდგა. მოხარული ვარ, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. მინდორიც არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩვენი თამაში ბოლომდე გვეჩვენებინა. თუმცა ამ ეტაპზე, მთავარი შედეგი იყო, რასაც მივაღწიეთ. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს”.

ლევან კორღალიძე (ლოკომოტივის მწვრთნელი)
“გვქონდა საკადრო პრობლემები და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენთვის ყველა ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამით არაფერი აკლდება ბათუმის დინამოს გამარჯვებას. მინდა მივულოცო მათ დამსახურებული სამი ქულა”.

ნახე | ზედიზედ მეხუთე მოგება! ბათუმის დინამომ ლიდერობა განიმტკიცა

📸 | დინამო ბათუმი 2:1 ლოკომოტივი - საუკეთესო კადრები

კომენტარები

ბოლო ამბები