Thumbnail

ნეიმარის პასუხი პსჟ-ს ფანებს - 3 ქულის მომტანი მაკრატელა 92-ე წუთზე!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პსჟ 1:0 სტრასბური
  • 1:0 ნეიმარი (92)

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის მატჩში პარი სენ-ჟერმენმა სტრასბურს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში შედგა ნეიმარის დაბრუნება პსჟ-ში, თუმცა პარიზული პუბლიკა მას უკიდურესად ცუდად დახვდა

მატჩის 90 წუთი უკვე დასრულებული იყო, როცა მე-2 კომპენსირებულ წუთზე პსჟ ქულების დაკარგვისგან სწორედ ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა იხსნა, მან დიალოს ჩაწოდებული მაკრატელათი გაიტანა სტუმარი სელსის კარში.

ნეიმარი პსჟ-ს მაისურით: 59 თამაში - 52 გოლი, 28 ასისტი

მე-5 კომპენსირებულ წუთზე ნეიმარმა კონტრშეტევაზე დასაჯა შეტევაში წასული სტრასბური, თუმცა მსაჯმა VAR-ის რეკომენდაციით, ბრაზილიელის მეორე გოლი გააუქმა. 5 ტურიდან 12 ქულით პსჟ ერთპიროვნული ლიდერია.

კომენტარები

ბოლო ამბები