Thumbnail
  • გია გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო ეროვნულ ლიგაში
  • დინამო ბათუმი 2:1 ლოკომოტივი | 1:0 მამუჩაშვილი (35), 2:0 ჯოვინო (60), 2:1 სიხარულიძე (70).

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ბათუმში, ანგისას ბაზაზე გაიმართა, სადაც დინამომ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა. მატჩი აჭარული გუნდის უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა: 2:1 დინამოს სასარგებლოდ…

ბათუმის დინამოსთვის ეს ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა!

პირველ ტაიმში ბათუმელებს რამდენიმე გოლის გატანა შეეძლოთ, ყველაზე მეტად კი ჯაბა ჯიღაური და ვლადიმერ მამუჩაშვილი აქტიურობდნენ. იყო დარტყმები როგორც საშუალო, ისე შორი დისტანციიდან, გოლი კი 35-ე წუთზე გავიდა. მამუჩაშვილმა საშუალო დისტანციიდან დაარტყა და ანგარიში გახსნა.

1:0 მამუჩაშვილი (35)

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა. უპირატესობას ბათუმის დინამო ფლობდა, თუმცა ანგარიშიდან გამომდინარე, გეგუჩაძის ფეხბურთელები ნაკლებად რისკავდნენ და ბურთის კონტროლზე აკეთებდნენ აქცენტს.

ბათუმელებს თამაშის განახლებიდან მალევე შეეძლოთ მეორე გოლის გატანა, როდესაც ჯოვინოს პასის შემდეგ, ვლადიმირ დვალიშვილს მართებდა გატანა, მაგრამ ბურთი მცველმა მოიგერია. გოლი მაინც გავიდა და ამჯერად, ასისტენტის როლში დვალიშვილი იყო, გოლი კი ფლამარიონ ჯოვინომ შეაგდო.

2:0 ჯოვინო (60)

მატჩის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ლოკომოტივმა კუთხური ჩააწოდა, ბათუმელთა მცველები კი ვითარებაში ვერ გაერკვნენ და ლოკომოტივმა ერთი ბურთი გაქვითა. გოლის ავტორი თბილისელთა საუკეთესი ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძეა. დარჩენილ დროში ბევრი არაფერი მომხდარა და საბოლოოდ, დინამომ 2:1 დაამარცხა მეტოქე.

ამ გამარჯვების შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდმა 55 ქულა მოაგროვა და განიმტკიცა ლიდერობა. მეორე ადგილზე 51 ქულით თბილისის დინამოა, ხოლო მესამე ადგილზე 50 ქულით საბურთალო. თბილისურ გუნდებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

დინამო ბთ. 2:1 ლოკომოტივი

გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (35), 2:0 ჯოვინო (60), 2:1 სიხარულიძე (70).

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - ტეიდი, მამუჩაშვილი (76. გაფრინდაშვილი) - ჯიღაური, ჯოვინო (90. ჯანელიძე), რამოსი (72. თევდორაძე) - დვალიშვილი.

ლოკომოტივი (4-2-3-1): ბულისკერია - უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე - შონია, დარცმელია - კირკიტაძე (72. შეყილაძე), მახარობლიძე, ჯიქია (55. ინჯგია) - სიხარულიძე (86. გოროზია).

📸 | დინამო ბათუმი 2:1 ლოკომოტივი - საუკეთესო კადრები

კომენტარები

ბოლო ამბები