Thumbnail

შუათითები, გინება - პსჟ-ს ფანების რეაქცია ნეიმარის დაბრუნებაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნეიმარმა სტრასბურთან მატჩში სეზონში პირველი მატჩი ითამაშა პსჟ-ს რიგებში
  • 'პარკ დე პრენსმა' ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს სრული ობსტრუქცია მოუწყო

27 წლის ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა პსჟ-ს რიგებში სადებიუტო მატჩში გამართა სეზონში - სტრასბურთან შეხვედრაში ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. 

სატრანსფერო სპეკულაციების შემდეგ ნეიმარი პსჟ-ში დარჩა. მატჩის წინ თომას ტუხელი აცხადებდა, რომ ფეხბურთელს ფანებთან პრობლემები აქვს, თუმცა კარგი თამაშით ნეიმარი მათ კეთილგანწყობას დაიბრუნებსო. 

📺 სტადიონის რეაქცია ნეიმარის გამოცხადებაზე

სინამდვილეში საქმე უფრო რთულად ყოფილა - პსჟ-ს ულტრასებმა მას ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყეს. როცა მის სახელს აცხადებდნენ, "პარკ დე პრენსზე" გამაყრუებელი სტვენა გაიმართა. შემდეგ კი ფანებმა ნეიმარის დედაზე არცთუ სასიამვნოდ მოსასმენი სიმღერა წამოიწყეს. 

📺 სტადიონი Neymar, you son of a bitch-ს მღერის

კომენტარები

ბოლო ამბები