Thumbnail
  • ფიორენტინამ იუვენტუსთან უგოლო ფრეს მიაღწია
  • ფლორენციელებს ფავორიტის დამარცხებაც შეეძლოთ
  • მაურიციო სარის სამი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა

ტურინის იუვენტუსს ფლორენციაში სტუმრობა ძვირად დაუჯდა - მაურიციო სარის გუნდმა ფიორენტინასთან უგოლო ფრე დააფიქსირა და არა მარტო 2 ქულა, არამედ ფეხბურთელებიც დაკარგა!

ბრაზილიელმა გარემარბმა დუგლას კოშტამ ტრავმა მატჩის დასაწყისში, ჯერ კიდევ მე-8 წუთზე მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. პირველი ტაიმის მიწურულს დაშავდა იუვეს უმნიშვნელოვანესი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი, რომელიც როდრიგო ბენტანკურმა შეცვალა. მეორე ტაიმში კი იუვეს ბრაზილიელმა ახალწვეულმა, მარჯვენა მცველმა დანილომაც ტრავმა მიიღო და ისიც შესაცვლელი გახდა.

დუგლას კოშტა და მირალემ პიანიჩი დაშავდნენ. დანილოც...

სამივე ფეხბურთელი იუვენტუსის ძირითადი შემადგენლობის წევრია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ ოპერაცია გაიკეთა, შეიძლება ითქვას, რომ ტურინული გრანდისთვის სეზონი ძალიან უიღბლოდ დაიწყო. არადა, წინ მადრიდის ატლეტიკოსთან მნიშვნელოვანია მატჩია.

ფრანკ რიბერისა და სამი ხედირას ორთაბრძოლა

ფიორენტინასთან იუვენტუსმა, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. კრიშტიანო რონალდო უჩვეულოდ ინერტული იყო, გონსალო იგუაინამდე კი ბურთი იშვიათად მიდიოდა. ფიორენტინა იუვენტუსს აქტიურ პრესინგს ეთამაშებოდა და ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა ტურინელთა უკანახაზელებს რამდენიმე შეცდომად დააშვებინეს. ფლორენციელთა წინა ხაზზე ძალიან კარგად მოქმედებდნენ ფრანკ რიბერი და ფედერიკო კიეზა.

ფიორენტინასთვის ეს სეზონში პირველი ქულაა, მაგრამ თუ მონტელას გუნდი ასე გააგრძელებს, ცხრილის ზედა ნახევარში დაიმკვიდრებს ადგილს.

ფიორენტინა 0:0 იუვენტუსი 

ფიორენტინა (3-5-2): დრაგოვსკი - მილენკოვიჩი, პეცელა (83. ჩეკერინი), კასერესი - ლიროლა, პულჰარი, ბადელი, კასტროვილი, დალბერტი - კიეზა, რიბერი (69. ბოატენგი).

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დანილო (62. კუადრადო), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი (44. ბენტანკური), მატუიდი - დუგლას კოშტა (8. ბერნარდესკი), იგუაინი, რონალდო.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები