Thumbnail
  • მე-5 ადგილისთვის მატჩში სერბეთმა ჩეხეთი დაამარცხა
  • საშა ჯორჯევიჩმა მოგებული თამაშის შემდეგ წასვლა გამოაცხადა

სერბეთის საკალათბურთო ნაკრების თავკაცი საშა ჯორჯევიჩი თანამდებობიდან გადადგა. ეს მას მერე მოხდა, რაც მისმა ნაკრებმა მე-5 ადგილისთვის მატჩში ჩეხეთი 90:81 დაამარცხა. ტურნირის წინ სერბებისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, ვიდრე მე-5 ადგილია, ამ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტადაც მოიხსენიებდნენ. 

"გადაწყვეტილების შესახებ პირველი კალათბურთელებს ვუთხარი. ვფიქრობ, წასვლის დროა. ახლა მხოლოდ გადადგომა მსურს. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი მიზნები ჩინეთში ვერ განვახორციელეთ", - განაცხადა ჯორჯევიჩმა პრესკონფერენციაზე. 

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ფავორიტი - აშშ-ის ნაკრები სულაც მე-7 ადგილზე გავიდა, რაც ამ გუნდის ისტორიაში უცუდესი შედეგია.  

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • არგენტინა
  • ესპანეთი

კომენტარები

ბოლო ამბები