Thumbnail

ბექაურების ოქრო და ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატზე ქართული ტრიუმფი გრძელდება!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფინეთში ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გრძელდება
  • ორი ქართული მედალი 90 კილო წონით კატეგორიაში

ფინეთის ქალაქ ვანტააში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ქართველთა ტრიუმფით მიმდინარეობს.

90 წონით კატეგორიაში ჩვენმა დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა - ოქრო და ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონი გახდა ლაშა ბექაური გახდა, რომელმაც მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად, იპონზე დააგდო უნგრელი როლანდ გოზი ფინალში. 

📺 ლაშა ბექაური V რონალდ გოზი

მანამდე ლაშამ ესტონელი სიმონ სულა, გერმანელი ლუის მაი და რუსი მანსურ ლორსანოვი (ნახევარფინალში) დაამარცხა. ყველა ორთაბრძოლა მან ნაადრევად დაასრულა. 

ამავე წონაში მონაწილეობდა მიხეილ ბექაური, რომელმაც რეპეშაჟში ჯერ იტალიელ ჯენარო პირელის მოუგო, შემდეგ კი ლაშას მსგავსად, რუსი ლორსანოვიც დაამარცხა. 

საქართველოს დელეგაციას უკვე 6 მედალი აქვს მოპოვებული, აქედან 4 ოქრო!

კომენტარები

ბოლო ამბები