Thumbnail
  • ლივერპულმა ლიდერობა 100-პროცენტიანი შედეგით შეინარჩუნა
  • იურგენ კლოპის გუნდმა ნიუკასლი 3:1 დაამარცხა

პრემიერლიგის მეხუთე ტურის მატჩი ლივერპულისთვის ცუდად დაიწყო - ნიუკასლი ‘ენფილდზე’ მე-7 წუთზე, ვილემსის შესანიშნავი გოლით დაწინაურდა. ჰოლანდიელმა მარცხენა მცველმა ბრწყინვალედ იმოქმედა ტრენტ-ალექსანდერ არნოლდის წინააღმდეგ და ალისონს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

თუმცა იურგენ კლოპის გუნდი მიღებულმა გოლმა არ დააბნია - მერსისაიდელებმა მალევე დაამტკიცეს, რომ ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს დამსახურებულად ლიდერობენ. სადიო მანემ პირველივე ტაიმში, 13 წუთში დუბლი შეასრულა და მასპინძლებს ტაიმი 2:1 მოაგებინა. 

ამრიგად, მანეს დაუჯერებელი სერია გრძელდება: მას პრემიერლიგაში ენფილდზე 50 მატჩი აქვს ჩატარებული და არცერთხელ არ დამარცხებულა!

მეორე ტაიმში ნიუკასლმა ვეღარაფერი გააწყო. მეტიც: 72-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა რობერტო ფირმინოს პასით ანგარიში 3:1 გახადა. აღსანიშნავია, რომ მანესაც მან გაატანინა. 5 ტურის შემდეგ, ლივერპული პრემიერლიგის ცხრილს 15 ქულით და ბურთების 15:4 შეფარდებით ლიდერობს. მე-6 ტურში კლოპის გუნდს ურთულესი მატჩი ელის ჩელსისთან - ‘სტემფორდ ბრიჯზე’, ნიუკასლი კი ბრაიტონს მიიღებს.

ლივერპული 3:1 ნიუკასლი

გოლები: 0:1 ვილემსი (7), 1:1 მანე (28), 2:1 მანე (40), 3:1 სალაჰი (72)

ლივერპული (4-3-3): ადრიანი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (75. მილნერი), ფაბინიო, ვეინალდუმი (84. შაჩირი) - სალაჰი, ორიგი (37. რობერტო ფირმინო), მანე.

ნიუკასლი (5-4-1): დუბრავკა - კრაფტი, შერი (80. ფერნანდესი), ლასელსი, დამეტი, ვილემსი - აცუ, ჰეიდენი, შელვი, ალმირონი (67. მუტო) - ჯოელინტონი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები