Thumbnail
  • რეალი 3:2 ლევანტე
  • 1:0 ბენზემა (25), 2:0 ბენზემა (31), 3:0 კაზემირო (40), 3:1 ბორხა მაიორალი (49), 3:2 მელერო (75)

ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩში მადრიდის რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:2 დაამარცხა ლევანტე. ზინედინ ზიდანის გუნდს 4 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს.

ამ შეხვედრაში შედგა ედენ აზარის დებიუტი ლა ლიგაში, რომელიც ამ ზაფხულს ჩელსიდან გადავიდა "სამეფო კლუბში", თუმცა აქამდე ტრავმირებული იყო. აზარი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა კაზემიროს ნაცვლად.

დღეს ბავშვობის ოცნება ამიხდა - თქვა მატჩის შემდეგ ბელგიელმა ვარსკვლავმა

რეალმა ტაიმი 3:0 მოიგო, ძირითადად, სამეულის - ბენზემა, ხამესი და კაზემირო - კარგი თამაშის წყალობით. ქარიმმა ჯერ თავით გაიტანა, შემდეგ კოლუმბიელის პასით დუბლი შეასრულა. მესამე გოლი კი ბრაზილიური კომბინაციის შემდეგ გავიდა, ვინისიუს ჟუნიორმა კაზემიროს გაატანინა. 

ამის შემდეგ ცოტას თუ ეგონა, რომ თამაში დაიძაბებოდა, თუმცა ასე მოხდა ბორხა მაიორალმა ყოფილ გუნდს გაუტანა და არ იზეიმა, შემდეგ კი კურტუას კარი მელერომ დალაშქრა. 92-ე წუთზე ვალენსიელებს ფრის მიღწევაც შეეძლოთ, მაგრამ კურტუამ ბორხა მაიორალს მეორე გოლი აღარ გაატანინა, ახლო მანძილიდან თავური დარტყმა აუღო. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბორხა მაიორალმა ლა ლიგაში სულ 7 გოლი გაიტანა, 3 რეალის მაისურით და 4 - ლევანტესი. აქედან 6 გოლი ბორხამ სტუმრად გაიტანა. 

⚽ ქარიმ ბენზემამ 2019 წელს ლა ლიგაში უკვე 19 გოლი გაიტანა. მისი საუკეთესო შედეგი 22-ია (2011 წელს). 

⚽ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 4 გუნდი იყო "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუმარცხებელი - ლევანტე, ბარსელონა, ატლეტიკო და ბეტისი.

⚽ ხამეს როდრიგესმა 6 საგოლე მომენტი შექმნა მატჩში - ყველაზე მეტი თამაშში. 

რეალი 3:2 ლევანტე

გოლები: 1:0 ბენზემა (25), 2:0 ბენზემა (31), 3:0 კაზემირო (40), 3:1 ბორხა მაიორალი (49), 3:2 მელერო (75)

რეალი (4-1-4-1): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი (60. მილიტაო), მარსელო - კაზემირო (60. აზარი) - ლუკას ვასკესი, ხამესი, კროოსი, ვინისიუსი - ბენზემა (83. იოვიჩი) 

კომენტარები

ბოლო ამბები